მედიატაცია,როგორც
საკუთარი თავის შეცნობა და უკეთესობიკსენ შეცვლის საუკეთესო გზა.
რაშია საქმე?-საქმე იმაშია,რომ როდესაც ყურადღებიანი,ფხიზელი და მარტოსული ხართ ,გრძნობთ სიცარიელეს;ისეთი გრძნობა გაქვთ,თითქოს არა ხართ.თქვენს შიგნით შეიგრძნობთ უფსკრულს,გეშინიათ და გაურბიხართ მას.გულის სიღრმეში თქვენ მართლაც უფსკრული ხართ,ამიტომაც გარბიხართ.ბუდა ამ უფსკრულს ასე უწოდებდა:ანატტა-"არა მე".შიგნით არავინ არაა.როდესაც ჩაიხედავთ იქ დაინახავთ თვალუწვდენელ სივრცეს,მაგრამ ის არ არის არავინ-მხოლოდ უსასრულო შინაგანი ზეცაა,უფსკრული.
როგორც კი ჩაიხედავთ იქ,გეწყებათ თაბრუსხვევა.თქვენ გარბიხართ-გაქცევით შველით თავს .მაგრამ სად გაიქცევით ?სადაც არ უნდა წახვიდეთ,ეს სიცარიელე თქვენთან იქნება,ეს ხომ თავად თქვენა ხართ,ეს არის თქვენი ''დაო'' ანუ თქვენი ბუნება.საჭიროა მასთან ურთიერთობის მოგვარება.
აი,რატომ იზიდავს ხალხს ალკოჰოლი და ნარკოტიკები.ნარკოტიების სხვა და სხვა სახე არსებობს:ფიზიკური,ქიმიური,
მედიტაცია სხვა არაფერია,თუ არა შინაგან სიცარიელესთან ურთიერთობის მოგვარება ,მისი შეცნობა და არა მისგან გაქცევა.მედიტაცია გულისხმობს ამ სიცარიელით ცხოვრებას და არა მისგან გაქცევას.მაშინ ეს სიცარიელე უეცრად ივსება სიცოცოხლით.როდესაც არ გაურბიხართ მას ,ის არის წმინდა და ყველაზე მშვენიერი ,რადგან მხოლოდ სიცარიელეში შეიძლება იყოს სიწმინდე.
''გულის გზები საიდუმლოებითაა მოცული და თქვენ თვითონ უნდა იპოვნოთ თქვენი გზა.''
ოდესმე დაგინახავთ გულით?ალბათ ბევრჯერ გიცდიათ დამტკბარიყავით მზის ამოსვლით,მშენიერი დილით თან აღტაცებული გაიძახოდით:"რა მშვენიერი დილაა,რა მზეა".თვლიდით ,რომ ეს მზის გამოა ასე?არა,ამას ადამიანის ჭკუა ლაყბობს და თანაც სხვის აზრებს იმეორებს.განა გიგრძვნიათ ჭეშმარიტად მშვენიერი დილა?ჩასწვდომიხართ ,ამ მოვლნას,რომელიც აქ ხდება?თუ თქვენი განცდა ზედაპირულია?
როდესმე გიყნოსიათ სურნელოვანი ყვავილისთვის დამდვილად?თქვენ მხოლოდ იტყვით,რომ ყვავილი მშვენიერი და სურნელოვანია.ეს იქნება ცარიელი სიტყვები,რომლებიც გულიდან არ მოდის.ჩვენ გულით ბრმანი ვართ ,რამეთუ გული სახიფათო გზებზე გვატარებს.
ამიტომაც არვის ეძლევა ნება,გულის კარნახით იცხოვროს.გონება და ჭკუა მოგაპოვებინებთ თქვენ ამქვეყნიურ წარმატებებს.
თქვენი მშბლები;ნებისმიერი საშუალო და უმაღლესი სასწავლებელი,გასწავლით თქვენ ცხოვრებას,თუ როგორ მიაღწიოთ წარმატებას ჭკუით.
ჭკვიანები აღწევენ წარმატებებს,ღებულობენ ოქროს მედლებს და ხელთ უკვე ამ ცხოვრების გასაღები უჭრავთ.
გულიანი ადამიანი კი სიყვარულით დასტრიალებს ყველაფერს,ვერ იქცევა წურბელად,ვერავის გაუწევს ექსპლუატაციას,პირიქით,სხვას უნაწილებს თავის ქონებას და გულის სითბოს.მაგრამ იგი მარცხდება,რამეთუ იმდენად პატიოსანია,რომ თქვენი მოტყუება არ ძალუძს.იგი უცხოა ამ ქვეყანისათვის,სადაც მხოლოდ ცბიერნი და მოხერხებულები აღწევენ წარმატებას.აი,რატომ იღწვიან მშობლები,მანამ დააბრმავონ შვილთა გულები,სანამ ცხოვრებას დაიწყებენ.
თქვენ არ შეგიძლიათ სიყვარული და არც ლოცვა ძალგიძთ.
კვირაობით იარეთ ეკლესიაში.ხალხი ლოცულობს,მაგრამ ეს ლოცვა ყალბია,რამეთუ იგი თვით ადამიანების სიყალბიდან ,მათი "თავიდან" გამომდინარეობს.მათი გულები მკვდარია და ცარიელი.ეს ხალხი ვერაფერს გრძნობს.
ადამიანებს "უყვართ" ერთმანეთი,ქორწინდებიან და აჩენენ შვილებს,მაგრამ ეს ყველაფერი არა სიყვარულზე,არამედ გამოთვლაზეა დამყარებული.თქვენ სიყავრულის გეშინიათ,რადგან არ იცით,სად წაგიყვანთ იგი.
გულის გზები საიდუმლოებითაა მოცული და თქვენ თვითო უნდა იპოვნოთ თქვენი გზა.
გულით თქვენ მარტონი,ინდივიდუალურები ხართ,ისე კი საზოგადოების წევრებად ითვლებით.ნებისმიერი საზოგადოება ზრუნავს-თქვენში გულის ჩასაკვლელად,რადგანაც გულით ხდებით მარტოსულნი.უცხონი.
იესო ამბობს:''ნეტარია ადამიანი,რომელიც იტანჯა".
უძველესი დროიდან მოყოლებული ,ადამიანი დაეძებს პასუხს შეკითხვაზე:"რატომ არის ცხოვრებაში ამდენი ტანჯვა"? - "ღმერთი თუ მამაა,რატომ წვალობს ადამიანი ამდენს?ღმერთი თუ თანაგრძნობა და სიყვარულია,რატომ იტანჯება ადამიანი?''
ჯერაც არავის უპასუხია დამაკმაყოფილებლად ამ შეკითხვაზე.მაგრამ იესოსი თუ გესმით,პასუხსაც გაიგებთ.
ადამიანი იმიტომ იტანჯება ,რომ მომწიფებისათვის სხვა გზა არ არსებობს ,მხოლოდ ტანჯვის გავლით შეიძლება გახდეს ადამიანი შეგნებული.შეგნება კი გასაღებია .დააკვირდით საკუთარ ცხოვრებას -სიმშვიდეში,კომფორტში თუ ხართ და ბედნიერებას განიცდით ,თქვენი შეგნება დაკარგულია.ამ შემთხვევაში,როგორც მოჯადოებულ სიზმარში ,ისე ცხოვრობთ,მოძრაობთ და აკეთებთ რაღაცას,მაგრამ როგორც მთვარეული.
აი,რატომ ხდება ასე-როცა არ იტანჯებით თქვენი ცხოვრებიდან რელიგიაც ქრება.თქვენ არასოდეს არ წახვალთ ტაძარში,თქვენთვის ეს აზრს მოკლებული იქნება.შემდგე ლოცვასაც შეწყვეტთ.რატომ?
როცა იტანჯებით,ტაძარში მიდიხართ.თვალებს ღმერთს მიაპყრობთ,გულს ლოცვით აიღივსებთ.ტანჯვა არის ისეთი რამ ,რაც უფრო შეგნებულს გაგხდით,გაგარკვევთ,ვინა ხართ და საიდან მოდიხართ.ტანჯვისას თქვენი ცხოვრება ინტენსიურია.
ამ ქვეყნად,არაფერი არ შეიძლება უაზრო იყოს.ეს კოსმოსია და არა ქაოსი.თქვენ შეიძლება უძლური იყოთ ამის გასაგებად,რადგან მხოლოდ ფრაგმნეტები იცით ,მთლიანი კი უცნობია თქვენთვის.თქვენი ცხოვრებისეულიგამოცდილება,რომანიდან ამოხეულ ფურცელს ჰგავს-რომ წაიკითხოთ,აზრს ვერ გამოიტანთ,რადგან ის მხოლოდ მცირე ფრაგმნეტია,მთელი ისტორია კი არ იცით.
როდესაც მთლიანად ჩასწვდებით რომანის შინაარს,ამოხეული ფურცელიც გასაგები გახდება თქვენთვის.აზრი რაღაშია?ეს,მთლიანობასთან მიმართებით ფრაგმნეტის დამოკიდებულებაა მთელთან.ქუჩაში მოლაყბე უგნური უაზროა,რატომ?იმიტომ რომ მის ლაყბობას ვერაფერს დაუკავშირებთ,მისი ლაპარაკი ფრაგმნეტია და არ არის დიდი მთლიანობის ნაწილი.იგივე სიტყვები სხვა ადამიანმა შეიძლება გამოიყენოს,ზუსტად იგივე სიტყვები,მაგრამ ვინმეს მიმართ თქვას და ამიტომ ეს სიტყვები აზრიანი აღმოჩნდება.სიტყვებიც და წინადადებებიც ხომ უცვლელია,მაგრამ მიუხედავად ამისა ერთის შესახებ გაიძახით ,რომ იგი უგნურია,მეორეს კიაზრიანს უწოდებთ.რატომ?-იმიტომ რომ მსმენელი არსებობს.-ამ შემთხვევაში ფრგამნეტი,ფრაგმენტი კი არ არის,არამედ დიდი მთლიანობის ნაწილია და მის აზრს ატარებს.
მოაჭერით პიკასოოს სურათს ნაწილი.მას არ ექნება აზრი,რადგან მხოლოდ ფრაგმენტია.მკვდარი ფრგამნეტი შეაერთეთ სურათთან და უცებ აზრიც გაჩნდება,რადგან მთლიანის ნაწილი შეიქმნა.როდესაც ერთიანის ნაწილი ხართ,მაშინ აზრით ხართ სავსე.თანამედროვე ადამიანი გამუდმებით თუ გრძნობს,რომ მისი ცხოვრება უაზროა მხოლოდ იმიტომ,რომ ან უარყოფს,ან ივიწყებს ღმერთს.
ღვთის გარეშე ადამიანი არასოდეს იქნება აზრიანი,რადგან ღმერთი ერთიანს,მთელს ნიშნავს,ადამიანი კი-ფრაგმნეტს.თქვენ მხოლოდ ლექსისი სტრიქონი ხართ,ცალკე-უბრალოდ სისულელე იქნებით.აზრი მთელ პოემასთან ერთად იბადება.რადგან იგი დანარჩენთან ურთიერთკავშირში მდგომარეობს.დაიმახსოვრეთ ეს!
მაგალითისთვის,ბერტრან რასელის სიზმარიც საკმარისია-რასელი ათეისტი იყო და არასოდეს არ უწამია ღმერთი,არასოდეს არ გაუგონია ის აზრი,რომელიც მთელს შეიცავდა.ერთხელ დაესიზმრა,რომ ღამით კარზე კაკუნი შემოესმა.სიზმარში ადგა და კარი გააღო.მანზღურბლზე მდგარი მოხუცი ღმერთი დაინახა.
რასელი საკუთარ თვალებს არ უჯერებდა,მას ხომ ღმერთი არ სწამდა.ამის შესახებ სიზმარშიც ახსოვდა,მაგრამ მოხუცი ყველასგან დავიწყბული და მიტოვებული სჩანდა,დახეული სამოსი ეცვა,სახე და ტანი ჭუჭყით მოსვროდა.ის ისე არათანამედროვედ გამოიყურებოდა ,როგორც სიძველისგან ჩამუქებული სურათი,რომელზეც ძნელად თუ გაარჩევთ რამეს.
რასელს მოხუცის სიბრალური აღეძრა.უბრალოდ მიესალმა მას და შემოიპატიჟა ოთახში,მეგობრულად დაარტყა მხარზე ხელი დ აუთხრა:"ნუ ინაღვლებთ!".მერე კი გამოეღვიძა და ყველაფერი გაქრა.
ასეთია თანამედროვე ადამიანის და მისი გონების მდგომარეობა,ღმერთი არათანამედროვეა.თქვენ ან მის წინააღმდეგ ხართ,ან უფრო მეტი,გებრალებათ.
ბედნიერი რომ გგონიათ თავის,ეს ბედნიერების გაელვებაა და არა ნამდვილი ბედნიერება.როცა მშვიდად ხართ და არაფერი გაწუხებთ,მაშინ ფიქრობთ,რომ მთლიანი ხართ.ეს შეცდომაა.როდესაც იტანჯებით,უბრალოდ ხვდებით რომ ის არა ხართ ,როგორიც შეგიძლიათ ყოფილიყავით.რაღაც არასწორია,ფეხსაცმელი გიჭერთ ,რაღაც ცუდად არის და გარკვეული ცვლილებაა საჭირო.ასეთი ტანჯვის მეოხებით გრძნობთ ,რომ საჭიროა ააღორძინოთ საკუთარი თავი.ისეთები,როგორიც ახლა ხართ ,იტანჯებით;მაშასადამე,რაღაც უნდა გაკეთდეს.
იესო ამბობს:''ნეტარია ადამიანი,რომელიც იტანჯა".
ეს ნათქვამი ერთი შეხედვით ,აბსურდი და პარადოქსული ჩანს.ჩვენ ყოველთვის იმას ვეძახით ნეტარს,ვისაც წამება არ განუცდია.მაგრამ ერთი კაცი მაინც თუ გინახავთ,რომელსაც ტანჯვა არ განუცდია?თუ გინახავთ უსათუოდ აღმოაჩენდით ,რომ ის სრულიად მოუმწიფებელი და ბავშვურია,ყოველგვარ სიმიდიდრეს მოკლებული,ზედაპირული და შეუგნებელია.ერთი სიტყვით იგი იდიოტია.თქვენ ვერასოდეს ვერ იტყვით ,რომ ესკაცი ნეტარია.
მხოლოდ ის,ვისაც არასოდეს არუცდია ცხოვრება,ვინც გაურბოდა მას,შესძლებს ტანჯვის თავიდან აცილებას.აი,რატომ იბადებიან ძალიან მდიდარ ოჯახებში ,მხოლოდ იდიოტები-იმიტომ,რომ საკმარისზე მეტად არიან დაცულნი.ხოლო საკმარისზე მეტად თუ იცავთ ვინმეს,ეს სკვდილისგან კი არა,ცხოვრებისგან დაცვა იქნება.ვინმეს სიკვდილისაგან დაცვა თუ გინდათ,ცხოვრებისგან უნდა დაიცვათ,რამეთუ ცხოვება სიკვდილისაკენ მიდის.
Комментариев нет:
Отправить комментарий