ფერთა სიმბოლიკა


 https://www.facebook.com/LaSibylledesSalons.33 -იხილეთ,ჩემი გვერდი Facebook-ზე :)

ფერების სიმბოლიკას უძველესი ისტორია აქვს,რომელიც აგრეთვე მჭიდრო კავშირშია სანთლებთან.
ჩვენ ადამიანები,როგორც წესი რამდენიმე ფერს ვანიჭებთ უპირატესობას და ეს გვალენა საკმაოდ იგრძნობა,როგრც ჩვენს ჩაცმულობაზე,ასევე ინტერიერზე რომელთა გარემოშიც ვცხოვრობთ.ფერთა სიმბოლკის მიხედვით,საკმაოდ დიდი ინფორმაციის მიღება შეიძლება ადამინის ფსიქოლოგიაზე და მის ენრგეტიკულ ველზე,მიუხედავად იმისა,რომ შეიძლება ეს დამოკიდებულება ფერთან მიმართებაში დროთა განმავლობაში შეიცვალოს.



                                                                      წითელი


ასტროლოგიური ნიშნებია:ვერძი,ლომი(მეწამული),სასწორი(მეწამული),ღრიანკალი/მორილეი,მშვილდოსანი(მეწამული),თევზები-მოწითალო-იისფერი.
ამ ფერს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ორ საწყისიანი,ვინაიდან იგი სიკვდილ-სიცოცხლის მიმანიშნებელი იყო და არის სხვა და სხვა რელიგიებში.
მაგ:ეგვიპტურ მითოლოგიაში წითელი ფერი ძირითადად ნეგატიურ დატვირთვას ატარებდა.ეს ფერი იყო იმქვეყნიური სამყაროს ღვთაების,სეტის და ქაოსის ღვთაების,ღმერთებთან მებრძოლი ურჩხულის -გველეშაპ აპოპის ებლემატური ფერი.ხოლო პაპირუსებში მათი სახელები წითელი ფერით იწერებოდა.ძველი ეგვიპტელები ასევე უფრთხოდნენ და ერთგვარი ამრეზით უცქერდნენ მოწითალო ფერის ცხოველებს ,რადგან წითელი ფერი მათთვის ძალადობასთან,უბედურებასთან,სიკვდილთან და სიღატაკესთან  ასოცირდებოდა.
კელტურ ტრადიციაში,სიკვდილს როგორც წითელ მხედარს ისე გამოსახავდნენ.ამასთან მიმართებაში კი საინტერესოა ის ფაქტი,რომ სახარებაში ომის ღმერთი(იოანეს გამოცხადება-6:4 "და გამოვიდა სხვა ცხენი,წიტელი და მასზე მჯდომს მიეცა მიწიდან მშვიდობის აღხოცის ძალა,რათა მუსრს ავლებდნენ ერთმანეთს;და მიეცა მას მახვილი დიდი.")წითელ ცხენზეა ამხედრებული.სააღდგომო კვერცხებიც,ხომ წითლად იღებება.
ნინევეს განაჩენის დროსაც,მეომრებს წითლად ჰქონდათ ფარი შეღებილი,ბიბლია (ნაუმ წინასწარმეტყველი 2:4-"წითლად შეიღება გმირთა ფარები,მეწამული მოსავთ მეომრებს;ცეცხლს აკვესებს ეტლების ფოლადი,როცა მზადაა საბრძოლველად,და ირხევიან კვიპაროსის შუბები)
ასევე ზაქარია წინასწარმეტყველი(ძველი აღთქმა) 1:8-''ვიხილე ღამით და აჰა,მხედარია წითელ ცხენზე და დგას იგი მურტის ხეთა შორის,ჩრდილში,მის უკან კი ცხენებია-წითლები,ზერდაგები და თეთრები.
რომაელი მხედარმთავრებიც გამარჯვების ნიშნად სახეს წითლად იღებავდნენ.ამით გამოხატავდნენ მადლიერებას ომის ღვთაების ,მარსისადმი რომლის ემბლემატური ფერიც წითელი გახლავთ.
პალესტინაში მომლოცველი,კათოლიკური ეკლესიის კაარდინალთა სამოსიც წითელი ფერისაა.ხოლო ქრისტიანობაში,სადაც წითელი ძირითადად მაცხოვრის მოწამებრივ გზაზე მიგვანიშნებს,ის თავდადებული სიყვარულის სიმბოლოცაა(მაგ:ქრისტეს უსაყვარლესი მოციქულის,იოანეს სამოსი)
ძველ აღთქმაში,უფალმა მოსეს და აარონს ,რჯულის წესში წითელი ფურის არჩევა და შეწირვა დაავალა:
ბიბლია:რიცხვნი
19:2-''აჰა,წესი რჯულისა,რომელიც უფალმა ბრძანა:უთხარი ისრაელიანებს,გამოარჩიონ ვეჟანა,საღი ფური,რომელსაც ნაკლი არა აქვს და უღელი არ დასდგომია;''
ზედასრტავი სახელი "ვეჟანა" , სულხან-საბა ორბელიანის "ლექსიკონი ქართული''(ტომი პირველი,261გვ)განმარტებულია,როგრც "წითელი-შავი''.
ინდოეთში წითელი განსაკუთრებული,საზეიმო ფერია,რომელიც უამრავ რიტუალში გამოიყენება,განსაკუტრებით ქორწილში.
წითელი ფერი ჩინეთში ჰოუს დინასტიის(ჩვ.წ აღ-მდე 1050-256)ემბელმატური ფერი იყო.ჩინეთში წითელს ყველაზე ბედნიერ ფერად ტვლიდნენ და მის სიმბოლიკას სიცოცხლეს,კეთილდღეობას,ენერგიასა და ზაფხულს უკავშირებდნენ.ჩინურ თეატრში მსახიობის წითლად შეღებილი სახე,კეთილშობილი წარმომავლობის მქონე პერსონაჟზე მიანიშნებდა..აქვე ერთი ფაქტიც: ჩვენთან,სასკოლო ნამუშევრებშ შეცდომებს წითელი ფერით გამოვყოფთ,ჩინეთში პირქით ხდება-აქ წითელი ფერით ხაზგასმა,მოწონების ნიშანია.
ძველ ხელნაწერებში,"საზედაო ასო" წითელი თავსართით იწერებოდა,რაც ერთგვარ სამკაული იყო.ქართულ ხელნაწერებშიც ვხვდებით წითელი ფერით თავსართისა თუ განსაკუთრებული ადგილების გამოყოფას.ჩვეულებრივი წითელი მელნის გარდა გამოიყენებოდა საღებავი,რომელსაც ბერძნები "კინაბარს" უწოდებდნენ,ხოლო ივანე ჯავახიშვილი ამ საწერ-საღებავს "სინგურს" უწოდებს.
წითელის ფერთამეტყველებით,სპექტრი კარგად აისახა იმ მრავალსახოვან ""ფერით სინონიმებში",რომელიც აქრთულმა ენამ შემოინახა:ალისფერი,არღავანი(სულხან-საბა,ტომი პირველი.გვ67:"არღავანი" -მეწამული).ენდროსფერი,ლალისფერი,მარჯნისფერი,ბროწეულისფერი,ჭიაფერი,ალუბლისფერი.
წითელი -.გრესიის,ომისა და რევოლუციის სიმბოლოა.ჰერალდიკური ფერია.აქვე უნდა ითქვას,რომ გერმანელი მწერალი,ფილოსოფოსი ერნესტ იუნგერი,წითელს,როგორც ძალაუფლებისა და ამბოხის ფერს ისე განმარტვას.რაც ნამდვილად შეესაბამება ზემოდ მოყვანილ ფაქტებს,რადგანაც წითელი ძალაუფლებასთან და ძალმომრეობასთან იყო და არის ასოცირებული. საინტერესოა, რომ აფრიკის, ავსტრალიისა და ამერიკის ზოგიერთი ტომი ბრძოლის წინ ტანსა და სახეს წითელი ფერით იღებავდა. სამხრეთ აფრიკაში კი ეს ფერი გლოვასთან ასოცირდება.კართაგენელებს და სპარტელებს ომში წითელი ტანსაცმელი ეცვათ.ბიზანტიაში მხოლოდ იმპერატორის მეუღლეს შეეძლო წითელი ფეხსაცმლილს ტარება. წითელი ასევე ძალაუფლებასა და დიდებას ნიშნავს.
ამ ორ საწყისიანობის გასამიჯნად,დიდგვაროვნებისა და კეთილშობილების ხაზგასასმელად დროთა განმავლობაში ,წითელის ძოწისფერი(მეწამული) ჩაენაცვლა.ამიტომაც ფერთა სიმბოლიზაციის ქრისტიანულ სქემაში წითელ-ალისფერი ქველობას,სათნოებას,მარტვილობას გამოხატავს,ხოლო მეწამული კი-ამ მარტვილთა მოგონებას და ძალას სჯულისათვის.
ზოგადად კი,წითელი -ყველაზე ძლიერი ფერია.აქტიური მამაკაცური საწყისის,ცეცხლის,მზის ენერგიულობის,სიყვარულის,ვნების,მოძრაობის და აგრესიის სიმბოლოა.თუ წითელი საყვარელი ფერია, მაშინ ამ ფერის მოყვარული ადამიანი არის მოუსვენარი, ენერგიული, სავსე ახალ-ახალი იდეებით.თამამი, ნებისყოფიანი, ძალაუფლების მქონე, კონტაქტური ტიპია. ამასთანავე – ალტრუისტი. იმ ადამიანებს კი, რომელსაც ეს ფერი აღიზიანებთ, არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ, გაურბიან კონფლიქტურ სიტუაციებს, უყვართ განმარტოება და სტაბილური ურთირთობები. როგორ ზემოთ ავღნიშნეთ წითელი ფერი ენერგიულობის სიმბოლოა, მისი უარყოფა ორგანულ სისუსტეზე და ემოციურ და ფსიქოლოგიურ გამოფიტვაზე მოუთითებს.
წითელი სანთელი:
დაგეხმარებათ გამოიყენოთ ცეცხლის სტიქიის უნარები, ვნება, ძალა, აჩქარებული მოქმედებები ახასიათებს ამ სანთელს.კარიერულ წინსვლას მოგიტანთ, გადარჩენის უნარს შეგმატებთ.გაგამხნევებთდა გაგხდით ტავდაჯერებულს.უზრუნველყოფს შიშისგან და შფოთვისგან დაცვის გრძნობას.მის გარეშე თითქმის არ არსებობს სასიყვარულო შელოცვა. მისი ღვენთი ასახავს მთვარის სისხლს.წითელი ფერი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას,ასტიმულირებს ენერგიას,გვაძლევს ფიზიკურ ძალას და გვგვრის მადას. იგი მტკიცე ხასიათისა.გვავსებს ენთუზიაზმით.აზიაში ამ ფერს პატივს სცემენ, იგი სიყვარულის, ბარაქისა და მრავალშვილიანიობის სიმბოლოა.


                                                                         მწვანე

ასტროლოგიური ნიშნებია-კურო,კირჩხიბი,ქალწული,მშვილდოსანი,მერწყული.
მწვანე-გაზაფხულის,აღმოცენების,აყვავების,განახლების,ევოლუციის,ბუნების,სიცოცხლის,სიხალისის,სიმშვიდის,სტაბილურობის,პროგრესის,განვითარების,იმედის,სულიერების,გულწრფელობის,მოხდენილობის,ხელახლა დაბადების,ნაყოფიერების,სიმდიდრის,სიუხვის,წარმატების,მხნეობის,ენერგიის,ჯანმრთელბის,ზრდის,პასუხისმგებლობის,აგრესიის,არაგულთბილობის,ეგოიზმის,ეჭვის,შურის,სირცხვილის,ავადმყოფობის,სიხარბის ფერია.
იგი ბუნებისა და პლანეტის დამცველთა ფერია.ამიტომაც უკვდავებასთან,დედამიწასთან,ჰაერთან ასოცირდება.
 ხშირად ის უწყვეტობასაც აღნიშნავს,ანდა უკვდავებას,როდესაც ვამბობთ-"მარადმწვანე".ამავე დროს ეს იმედის ფერიცაა.არაა გასაკვირი,რომ ზემოთ ჩამოთვლილი სიმბოლიკების გათვალისწინებით,მწვანე თანამედროვე ეკოლოგიური მოძრაობის სიმბოლოდ იქცა.
წარმართულ სამყაროში მწვანე ფერი უკავშირდებოდა წყალს,წვიმას,ნაყოფიერებას და აქედან გამომდინარე -წყლის ღვთაებებსა და სულებს,ქალღმერთებს.
მწვანე ძირითადად ბუნებისა და გრძნობადი სამყაროს ფერია,ამავდროულად ის წარმოსახულ,იმქვყნიურ არსებათა მისტიკურ ფერადაც იქცა:მწვანე ფერისანი იყვნენ ზრაპრული ელფები,ზოგჯერ თვით სატანც კი.შესაძლოა იმიტომაც,რომ მწვანე ელფერი გადაჰკრავს მძიმედ სნეულის კანს.როგორც ეტყობა,ამ ნეგატიური სიმბოლიკიდან მომდინარეობს ის,რომ მეზღვაურთა საერთაშორისო სიმბოლიკის მიხედვით-მწვანე დროშა ხომალდის მოსალოდნელი დაღუპვის მაუწყებელია.
სხვადასხვა ხალხებში ის ახალგაზრდობის, იმედის და მხიარულების სიმბოლოა, თუმცა ხანდახან მოუმწიფებლობის და არასაკმარისი სრულყოფილების აღმნიშვნელიცაა. მწვანე ფერი ზედმიწევნით მატერიალურია და დამამშვიდებლად მოქმედებს, მაგრამ შეიძლება ხანდახან დამთრგუნველი იყოს. ირანელებისთვის მწვანე ფერი, ერთის მხრივ, სწრაფ განვითარებასთან და სიახლესთან ასოცირდება, მეორეს მხრივ - დარდთან და უბედურებასთან. სასაფლაოს, მაგალითად, “მწვანე სახლს” უწოდებენ.დიახ,მწვანე ფერის სულიერი სიმბოლიზმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისლამურ სამყაროში:მწვანე-მუჰამედისა და ზეგარდმო ნების ღვთაებრივ ფერად ითვლება;მუსლიმანს მექაში მომლოცველობის ("ხაჯის")შემდეგ,ნება ეძლევა მწვანე ჩალმა ატაროს და ა.შ.
მუსლიმანური ქვეყნების მეტი ნაწილის სახელმწიფო ემბლემატიკაში სწორედ მწვანე ფერი დომინირებს და აქ ეს ფერი სიწყნარესთან და ბალანსთან ასოცირდება.
ბუდიზმში მუქი მწვანე სიცოცხლის ფერს განსახიერებს,ხლო ღია მწვანე-სიკვდილს.ცნობილია,რომ ისტორიულად ჩინეთში  მწვანე ნეფრიტი სრულყოფის,უკვდავების,ძლევამოსილებისა და მაგიური ზემოქმედების სიმბილო გახლდათ.
                               
                       

მწვანე-ირლანდიის ემბელამტური ფერია.ამ ქვეყანას ტრადიციულად "ზურმუხტის კუნძულს" უწოდებდნენ,ხოლო კელტური ტრადიციის თანახმად,ნეტარი სულები მითიურ,მწვანე კუნძულზე იყრიდნენ თავს.

                                                       

ქრისტიანულ ტრადიციაში ზურმუხტისფერი მწვანე -ქრისტიანული რწმენის,აღდგომისა და სამების ემელმატური ფერია.ადრექრისტიანულ ხელოვნებაში ამ ფერითაა გამოსახული გოლგოთის ჯვარი და ზოგჯერ ღვთისმშობლის სამოსი;ასევე მწვანე სამოსში იყვნენ ხოლმე გამოსახულნი ანგელოზები,მირონცხების საკრალურ სცენებში.ქრისტიამულ ტაძარში ღვთისმსახურების დროს მწვანე ფერს უპირატესობა ენიჭებოდა შობიდან სამების დღესასწაულამდე (ლიტურგიაში ის იმედის ნიშანი ყო).
ევროპულ კოსმოლოგიურ სიმბოლიზმში მწვანე,როგორc ლურჯისა და ყვითლის შენარევი,აღიქმებოდა მისტიკურ ფერად,რომელიც ბუნებრiვსა და ზებუნებრივს,იდუმალს აკავშირებდა ერთმანეთთან და ეს ფერი ძირითადად მაინც წარმატებას,არორძინებას,სტაბილურობას განასახიერებდა და აქედან გამომდინარეა,რომ არაერთმა სახლემწფომ თავის ფულის ნიშნების ფერად ,სწორედ მწვანე ფერი აირჩია(თუმცა ამ ფერთან დაკავშირებით ერთი ისტორიული პარადოქსიც არსებობს:ზოგიერთ ევროპიულ ქვეყნებში,გაკოტრებულ მოქალაქეებს აიძულებდნე,მწვანე ფერის "შლიაპა" ეტარებინათ).
მწვანე ფერის სიმბოლიკა არცთუ ერთმნიშვნელოვანია-სამკარისია გავიხსენოთ გამოთქმები:"შურისაგან გამწვანდა'',ან "ის ჯერ კიდევ მწვანეა"-უმწიფრობის მიმანიშნებელი.ეს ფერი ნეგატიურია-ბჰაგავან შრი სატია საი ბაბას იგავ-არაკებში,სად ეჭვიანობა,როგორც "მწვანეთვალებიანი ურჩხული",ისეა მოხსენიებული.
მწვანე ფერის ფსიქოლოგიური და ემოციური ასოციაციების ხატოვანი ჩამონათვალი ვასილ კანდინსკის ეკუთვნის:''აბსოლუტური მწვანე ყველაზე მშვიდი ფერია არსებულთაგან.ის არსად არ ისწრაფვის და არ ახლავს სიხარულის,დარდის,ვნების ელფერი.ის არაფერს არ ითხოვს და არსაით არ გიხმობთ.ესაა უძრავი,თვითკმარი,სივრცეში შემოსაზღვრული ელემენტი.მწვანე ფერი ჰგავს გამაძღარ ,ჯანმრთელ,უძრავად მწოლიარე ძროხას,რომელიც იცოხნება და სამყაროს უაზრო თვალებით შესცქერის.
 პიროვნება, რომელიც მწვანე ფერს ანიჭებს უპირატესობას, სხვისი გავლენის ქვეშ ყოფნას გაურბის და თვითდამკვიდრებას ცდილობს და ეს საკითხი მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ხოლო ის, ვისთვისაც ეს ფერი მიუღებელია, ზოგადად პრობლემებსა და სიძნელეებზე ხუჭავს თვალს. მწვანე ფერი საკუთარ თავში მოიცავს ფარულ პოტენციურ ენერგიას, რომელსაც ნებისყოფის ჩართვა და მობილიზება სჭირდება, ამიტომ მწვანე ფერის მოყვარული ადამიანები მუდმივად საკუთარ თავში დარწმუნებას ცდილობენ. ექსცენტრული ადამიანები კი, რომელებიც მიზნის მიღწევას არა ქმედებით, არამედ ემოციის ჩართვით ახერხებენ, ამ ფერს უარყოფენ. ამასთან ერთად, მწვანე ფერს გაურბიან ფსიქიკური და ფიზიკური გამოფიტვის ზღვარზე მყოფი ადამიანები.
ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ მწვანე ფერი ადამიანზე დადებითად მოქმედებს. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ თუ ადამიანს სურს სიმშვიდე შეინარჩუნოს და ამავდროულად სამუშაო გარემოც შეიქმნას, მან რაც შეიძლება მეტი მწვანე ფერის ნივთი უნდა შემოიკრიბოს გარშემო.
მწვანე ფერი ადამიანში დადებით ემოციებს იმიტომ იწვევს, რომ სწორედ მწვანე ფერი ასოცირდება ადამიანისთვის ბუნებასთან, სიცოცხლესთან და რაიმე სიახლესთან.
მწვანე ფერი ადამიანის ენერგიულობასა და შრომისუნარიანობას იწვევს;მტერი კი რუხი და ნაცრისფერია. ეს ფერები ასევე დეპრესიასთან არის დაკავშირებული და ადამიანში ნეგატიურ განწყობას იწვევს.
ფსიქოლოგები გირჩევენ, საძინებელი ოთახების გასაფორმებლად უპირატესობა მწვანე ფერს მიანიჭეთ. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ აღნიშნული ფერი აწესრიგებს ადამიანის სასუნთქ სისტემას, ხელს უწყობს ჯანსაღ ძილს და დადებით განწყობას.
ადამიანები,რომლებიც ამ ფერს ანიჭებენ უპირატესობას,როგორც წესი-სიტუაციის ორივე მხარეს შესანიშნავად ხედავენ.კარგად აფასებენ საკუთარ შანსებს.აქვთ კარგი ავტორიტეტი.გამოირჩევიან განსაკუთრებული შრომისუნარიანობითა და შრომისმოყვარეობით.მათ ახსოვთ მხოლოდ ის რაც საჭიროა.ამასთანავე,მზად არიან სხვას დახმარების ხელი გაუწოდონ.ამ დროს მათ შესაძლოა საკუთარი თავიც კი დაივიწყონ.კონტაქტურები არიან,თუმცა მაინც ჩაკეტილნი.მათ აქვთ საკუთარი სამყარო,რომელშიც მათ გარდა სხვა ვერავინ ვერასოდეს შეაბიჯებს.ამ ფერს უპირატესობას ანიჭებენ სტაბილური და მშვიდი ადამიანები.
ამ ფერზე დიდხანს ყურება სევდას და მოწყენილობას იწვევს.რაც უფრო მუქია მწვანე,მით უფრო ჩაკეტილია ადამიანი.
 წითელთან ერთად, მწვანე ომის ფერია დასავლურ კულტურებში. მწვანე არმიის ფერიცაა, მას იყენებენ შეიარაღებული ძალების ტანისამოსისათვის, რადგან ბრძოლისას მუქი მწვანე თვალში არ ხვდება მოწინააღმდეგეს და ამასთან ბუნებაში ის სხვა მწვანეში იმალება. მწვანე ფერი თავის თავში აერთიანებს სიგრილესა და სითბოს. არის ბალანსორი, ჰარმონიული და სტაბილური ფერი. მწვანეს სხვადასხვა ტონალობას იყენებენ რათა გაზაფხულისა და სიგრილის შეგრძნება შექმნან.
სანთელი
მწვანე: მიწის ძალის გამოყენებაში დაგეხმარებათ, ფიზიკური განკურნება შეუძლია, სავალუტო წარმატება, იყენებენ ზრდისთვის, დედაბუნების ძალების მიზიდვისთვის, პერსონალური მიზნების მისაღწევადაც.


                                                                        ლურჯი


ასტროლოგიური ნიშნები:ქალწული(ღია ცისფერი),სასწორი(მუქი ცისფერი),მშვლდოსანი,თხის რქა,მერწყული(მოლურჯო),თევზები.
სხვადასხვა ერებში იგი ცისა და მარადისობის სიმბოლოა. ასევე ასოცირდება ზღვასათან და მამაკაცურ საწყისთან.
ურთიერთობებში მისი ძირითადი სიმბოლიკაა:უსასრულობა,მარადიულობა,ჭეშმარიტება,სიმყარე,სიკეთე,ერთგულება,რწმენა,უმანკოება,სულიერი და ინტელექტუალური ცხოვრება,პროდუქტიულობა,სიმშვიდე,კონსერვატიზმი,ლოიალურობა,დამოუკიდებლობა,სისუფთავე,იდეალიზმი,დიდსულოვნება,სიცივე,გლოვა,დეპრესია, კაეშანი.ეს ასოციაციები მრავალა უძველეს კულტურაში წარმოიშვა და ისინი გამოხატავდნენ  საზოგადო აზრს,რომ ლურჯი ყველაზე მშვიდი და ყველაზე ნაკლებად "მატერიალურია" ფერთა მთელ სპექტრში.არაა გასაკვირი,რომ ლურჯი-ცის ბინადართა,ღვთაებათა ფერია:ამონი ძველ ეგვიპტეში;ბერძნებთან-ზევსი,ჰერა;რომაელებთან -იუპიტერი,იუნონა;ინდუისტებთან-ინდრა,ვიშნუ და მისი "ცისფერკანიანი" განსხეულება-კრიშნა.
ლურჯი ფერი გულმოწყალების სიმბოლოა იუდაიზმში და სიბრძნისა-ბუდიზმში.დასავლური ტრადიციით ის ერთგულებას განასახიერებდა;თუ ადრეულ ქრისტიანულ იკონოგრაფიაში ღვთისმშობელი და ყრმა იესო იისფერით იყვნენ მოსილნი,შმედგომში უკვე ლურჯი ფერი გვხდება.
ზოგიერთ კულტურაში ლურჯი ურთიერთსაპირისპირო სიმბოლური მნიშვნელობით მჟღავნდება.ასე მაგალითად,ჩინეთში ლურჯი განასახიერებდა განსწავლულობას,მაგრამ იმავდროულად ტრადიციულ ხლოვნებაში ცისფერსახიანი არსებანი-დემონები და მოჩვენებები იყვნენ.
(მ.ვრუბელი-"მჯდომარე დემონი".1890წ.მოსკოვი,ტრეტიაკოვის გალერეა)


ცისფერი სახე ჰქონდა ჩინური ლიტერატურის ღვთაებასაც კუი-ძინს,რომელმაც შელახული პატივმოყვარეობის გამო თავი მოიკლა.ცისფერი ყვავილები,თვალები,ბაბთები ან ზოლები ზიზღს იწვევდნენ და უბედურების მომასწავლებლად მიაჩნდათ.
ლურჯი-ტიპიური ზეციური ფერია.რაც უფრო იმსჭვალება ადამიანი ამ ფერით,მით მეტი სიმშვიდე ეუფლება მას.ჩამუქებისას ის შავისკენ მიილტვის და არაადამიანურად ნაღველის ელფერს იძენს.ის წააგავს,რაღაც ძალზედ მნიშვნელოვან უსასრულოდ წვდომას,რომელსაც არა აქვს  და არც შეიძლება ჰქონდეს დასასრული.ლურჯი ფერი ახლოს დგას შავთან და მსგავს სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებს.აძველ ეგვიპტეში,სამხრეთ აფრიკის ზოგიერთ ხალხთან და საქართველოში,ის გლოვის ფერია. ფრანგები ელდას “ლურჯი შიშის” სახელით მოიხსენიებენ. 
ჰერალდიკაში კი– სიბრძნეს, სიმართლეს, კეთილ სახელს და ერთგულებას ნიშნავს.
“ცისფერი სისხლი” კეთილშობილურ წარმოშობაზე მიუთითებს; ინგლისელები ჭეშმარიტ პროტესტანტს “ლურჯს” უწოდებენ. 
საინტერესოა გამოთქმის-"ცისფერსისხლიანის" წარმომავლობაც;ერთი ვერსიით ეს გამოთქმა წარმოიშვა ფრანგულ არისტოკრატიაში მიღებული ფიციდან-"ვფიცავ ქრისტეს სისხლს'',სადაც ქრისტეს სახელი ხშირად,რომ არ წარმოეთქვათ,სიტყვათაშენაცვლება მოხდა და ფიცი ასე ჟღერდა-"ვფიცავ ცისფერ სისხლს",მეორე ვერსიით ,ფერმკრთალ ესპანელ არისტოკრატებს ვენები უფრო ლურჯი მოუჩანდათ,ვიდრე გარუჯულ პლებეებს.
გავრცელებული გამოთქმა - "ცისფერი",რომლითაც არატრადიციული ორიენტაციის მამაკაცი მოიხსენიება,საფრანგეთიდან მოდის,სადაც ჰომოსექსუალისტებს "იისფრებს" უწოდებდნენ ამ ფერის ორსაწყისიანობის გამო.შემდგომ ამ "იისფერს",ფერთა სიმბოლიკის კანონზომიერების გათვალისწინებით,ცისფერი ჩაენაცვლა.
გოეთემ იშვიათი ლაკონურობით მონათლა ლურჯი ფერი:'მომხიბლავი არაარსი".უფრო ზედმიწევნით დახასიათება ამ რომანტიული ფერისა ეკუთვნის აბსტრაქტული ფერწერის ერთ-ერთ ფუძემდებელს ვასილ კანდინსკის:"რაც უფრო უძიროა ლურჯი ფერი,მით უფრო უხმობს ის ადამიანს უსასრულობისაკენ,აღვიძებს მასში სიწმინდისადმი,ზეგრძნობიარობისადმი სწრაფვას."
თუ ადამიანისთვის ლურჯი საყვარელი ფერია, მაშინ ლაპარაკია მოკრძალებულ და მელანქოლიკურ პიროვნებაზე. ასეთ ადამიანს ხშირად სჭირდება დასვენება, რადგან მალე იღლება. მისთვის აუცილებელია სტაბილურობის განცდა, გარშემომყოფებისგან კეთილგანწყობილი დამოკიდებულება.ამ ფერის უგულებელყოფა ახასიათებს ადამიანებს, რომელთაც შთაბეჭდილების მოხდენა უყვართ,თითქოს ამქვეყნად ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ. სინამდვილეში კი თავის თავში ჩაკეტილი,საკუთარ ძალებში დაურწმუნებელი ადამიანები არიან. ლურჯი ფერისთვის უპირატესობის მინიჭება ფსიქოლოგიური და ფიზიკური წონასწორობის მოთხოვნას უსვამს ხაზს,უარყოფა კი – პირიქით.ასეთი ადამიანები მოდუნებას ვერ ახერხებენ.ავადმყოფობისა და გადაღლის დროს ლურჯი ფერისადმი მოთხოვნა იზრდება.
სანთელი:
ლურჯი უგუნურების,ავი სულებისა და წარუმატებლობისაგან გვიცავს.ცნობილია, რომ ლურჯი და ცისფერი ფერები გვეხმარება დამშვიდებასა და დაძინებაში,ამ ფერთან ერთად დრო უფრო სწრაფად გადის.ლურჯი მიჩნეულია„კორპორაციულ ფერად“,რადგან იგი როგორც ზემოთ უკვე ვთქვით,კონსერვატიზმთან,სტაბილურობასთან და საზრიანობასთან ასოცირდება. თუ წითელი ფერი გვაღელვებს და გვაფორიაქებს,ლურჯი პირიქით გვამშვიდებს,გრძნობებს გვიოკებს და გვიხსნის კომუნიკაციებს.



თეთრი



ასტროლოგიური ნიშნები:კურო,ქალწული.
თეთრი-სინათლის აბსოლიტური ფერია და ამიტომაც უმანკოების,სისუფთავის, სიწმინდის, უმწიკვლობის,სიხარულის,ჭეშმარიტების,მსხვერპლის,უბიწოებისა და ღვთაებრივობის სიმბოლო გახლავთ.თუმცა უნდა ითქვას,რომ ამ ფერს ნეგატიური ელფერიც დაჰკრავს:სითეთრესთან,გათეთრებასთან,ფერის დაკარგვასთან ჩვენ ხშირად ვაიგივებთ შიშს,სიმხდალეს,კაპტულაციას(დანებების ნიშნად ციხე-სიმაგრეზე გადმოფენილი თეთრი ბაირაღები გავიხსენოთ),სიცივეს,სიცარიელეს და ბოლოს სიკვდილს...
სიმბოლურ დაპირისპირებაში შავსა და თეთრს შორის:თეთრი,დასავლურ ტრადიციაში,ყოველთვის პოზიტიურ  მხარეს განასახიერებს.აქედანაა-თეთრი რაინიდი,რომელიც შავ,ბოროტ ძალებს უპირისპირდება.ბიბლიაშიც იგი,ჭეშმარიტებისა და სიმართლისთვი მებრძოლს განასახიერებს:
ბიბლია,გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა 19:11-''და ვიხილე გახსინილი ცა,და აჰა,თეთრი ცხენი,და მასზე მჯდომს ეწოდება სარწმუნო და ჭეშმარიტი,რადგანაც სიმართლით განსჯის და იბრძვის."
თეთრი-ახლადმოქცეულის,ახალ რელიგიას ნაზიარების,ნეოფიტიდ აღმნიშვნელი ტრადიციული ფერია(ნიშანდობლივია,რომ ლათინური candidus-თვალისმომჭრელ სითეთრეს,ბრწყინვალებას აღნიშნავს).ზოგიერთ ხალხში თეთრ ფერს მეფეები ატარებდნენ, რაც მათ დიდებულებას უსვამდა ხაზს.
თეთრი-ეს გახლდათ უზადო ქრისტიანული ფერი იმ რიტუალებისა,რომლებიც ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლას განასახიერებენ:დაბადება,ნათლობა,ქორწილი,ზიარება(კათოლიციზმში აგრეთვე-კონფირმაცია).თეთრი შროშანი,როგორც უმანკოების სიმბოლო-ღვთისმშობლის ატრიბუტია;თეთრი მტრედი-მშვიდობისა და სული წმინდის.თეთრი,ამავე დროს ანგელოზის ფერია,თუმცა ადრეულ ქრისტიანულ ხატწერაში ანგელოზები მეტწილად ლურჯი ფერით გამოსიახებოდნენ.
ღვთიურ ენაზე თეთრი ფერი,სიმბოლოა- სულიერების, არამატერიალური სამყაროსი, სინათლის (მაგალითად, ანგელოზთა თეთრი სამოსი), შუქის... შუქი კი, სიმბოლოა როგორც ადამიანის ცნობიერების ასევე, საღვთო ძალებისაც და ყველაფერი ნათელის.იგი ზეგარდმო სიბრძნის ფერია,სიწმინდის ფერია,რომელიც როგორც სპეტაკი ისე მოიხსენიება.ხოლო მიწიერ ენაზე კი ის განასახიერებს უმანკოებას,მშვიდობასა და სინათლეს,რადგანაც ''ფერდაუკარებელია".
სახარებაში თეთრი სპეტაკითა და თოვლივით თეთრი ფერითაა წარმოდგენილი,სადაც სიმბოლურად ამ ფერის ღვთაებრივი ნათებაა გამოსახული.ამიტომაც,ვიქტორ ნოზაძე თეთრი ფერის ფერთამეტყველებაში ერთმანეთისგან გამიჯნავს ჩვეულებრივ "თეთრსა" დას "შროშანის თეთრს".ღვთისმშობელს ხელშ უჭირავს თეთრი ხელსახოცი-ქალწულობის სიმბოლო;ფერისცვალებაში კი თეთრმა ფერმა,რომლითაც მოსილია ქრისტე,ღვთაებრივი ბრწყინვალება უნდა გამოხატოს.
ბიბლია:გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა: 
2:17-"ვისაც ყური აქვს,ისმინოს რას ეუბნება სული ეკლესიებს:მძლეველს მივცემ საჭმელად დაფარულ მანანს,მივცემ მას სპეტაკ ქვას,და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს,რომელიც არავინ იცის,მიმღების გარდა.''
7:9-"და შემდგომა ამისა გავიხედე,და აჰა,ურუცხვი სიმრავლე ხალხისა,რომლის აღრიცხვასაც ვერ შესძლებდა ვერავინ,ყოველი ხალხისა და ტომისაგან,და ერისა და ენისაგან იდგა ტახტის წინაშე და კრავის წინაშე,სპეტაკი სამოსით შემოსილი,და ხელთ ეპყრა პალმის რტონი."
20:11-"და ვიხილე სპეტაკი ტახტი დიდი,და მასზე მჯდომარე,ვისი სახისგანაც ილტვოდნენ მიწა და ცა,და აღარ დარჩა ადგილი მათი."
თეთრი ფერის  სამსხვერპლო ცხოველები ზეციურ მბრძანებელთ განეკუთვნებოდნენ,შავები-მიწისქვეშეთისა;თეთრი იყო საკულტო ცხენები ძველ საბერძნეთში,რომში,გერმანელბთან და კელტებთან ,სადც თეთრი ირემი,არყის ხესთან იყო დაკავშირებული და მზის მეფეებისა და შვიდთავიანი მეფობის სიმბოლო იყო.


ახლო აღმოსავლეთში,საიდანაც დაინერგა საერთოდ ცხვრის მსხვერპლად მიტანა ,თეთრ ბატკანს ზეცის ღვთაებებს სწირავდნენ;შავს -ქვესკნელისას.
ბიბლია,ფსალმუნი 44:23-"ხოლო შენი გულისათვის გვკლავდნენ ყოველდღე,მივაჩნდით დასაკლავ ცხვრად."
ესაია 53:7-"ევნო და ეწამა,მაგრამ არ დაუძრავს ბაგე;კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და,როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე,მასაც არ დაუძრავს ბაგე."
სამხრეთ-აღმოსავლეთის აზიის ზოგიერთ ქვეყანაში გაღმერთებული ჰყავდათ თეთრი სპილოები.
  
                     

ამასთან დაკავშირებით,ცნობილია ერთი სიტორიული კურიოზი:სიამში (ტაილანდში),როდესაც მეფეს სურდა ათვალისწინებული კარისკაცის მოშორება ,მათ თეთრ სპილოს სჩუქნიდა.ამ სპილოს გამოკვება ცოტა ხანში აკოტრებდა კარისკაცს და ის იძულებული ხდებოდა,სადმე შორს გადახვეწილიყო.
თეთრი ფერი შესაძლოა საწინააღმდეგო მნიშვნელობის მატარებელიც იყოს. თავისი ბუნებით ის თითქოს შთანთქავს და ანეიტრალებს სხვა დანარჩენ ფერებს და სიცარიელეს, სიჩუმეს და, საბოლოო ჯამში, სიკვდილის სიმბოლოც ხდება. მაგალითად, სლავები მიცვალებულს თეთრ სამოსს აცმევდნენ და თეთრ სუდარას აფარებდნენ. აფრიკისა და ავსტრალიის ზოგიერთ ტომში კი მიღებულია სხეულის თეთრი ფერით შეღებვა ახლობლის გარდაცვალების შემთხვევაში.
ჩინეთში,იაპონიაში,ინდოეთში-თეთრი გლოვის ფერია და ასეთივე დატვირთვა ჰქონდა ძველ რომში,ხოლო შემდგომ,კარგა ხანს,მთელს ევროპაში.აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ ,რომ "სამგლოვიარო თეთრი"-ესაა უფერული,ბრწყინვალებას მოკლებული,ჩამქრალი ფერი,რომელზედაც :სპეტაკს" ვერ იტყვი.ამგვარი თეთრი "არაარსს" გამოხატავდა და უნდა მიენიშნებინა განსვენებულის მიღმიურ ცხოვრებაზე.
ჩინეთში თეთრი ასოცირებულია სიკვდილთან,ხანდაზმულობასთან,ვერაგობასთან.თეთრი აქ სამგლოვიარო ფერი კიდვე იმიტომ არის,რომ არსებული რწმენით-შავს თუ ატარებთ,გარდაცვლილის სული ვერაფერს ვერს დაინახავს;თეთრი ამ რიტუალში :სიკვდილის შემდგომ სიცოცხლეს" და მიღმიური სინათლის ხილვას აღნიშნავს.ალბათ,ამავე ასოციაციით,მოჩვენებებსა და ლანდებს  ნებისმიერ კულტურაში სწორედ თეთრი ფერით გამოსახავენ.
ევროპას,თუ დავუბრუნდებით,ჯერ კიდევ პითაგორა ურჩევდა წმინდა ჰიმნების  შემსრულებელთ თეთრი სამოსი  ეტარებინათ.თეთრი სამოსელი აუცილებელი ატრიბუტი იყო რომაელი ქალღმერთის -ვესტას (საოჯახო კერის მფარველის) ტაძრის ქურუმის ქალიშვილებისა,რომელთაც უმანკოების აღთქმა ჰქონდათ დადებული.თეთრ სამოსს ატარებდნენ პირველი ქრისტიანები,ასეთივე ფერის ტანსაცმილით არიან გამოსახულნი ძველ ფრესკებზე უფლის სამსჯავროზე გამართლებულნი.
"საკურთხეველთან ღვთისმსახურების შესახებ"-ასე ჰქვია,კათოლიკური ეკლესიის ფერთა სიმბოლიკის ტრაქტატს,რომლის ავტორიც გახლვათ ვინმე ლოტარ სეგენი და რომელიც დააკანონა 1198 წელს რომის პაპმა ინოკენტიუს III-ემ.ამ ტრაქტატის მიხედვით,ღვთაებრივი ფერების:თეტრი,მწვანე,წითელი და სავი.მოგვიანებით ამ ფერებს მიემატა იისფერი.
ტრადიცულ,ქართულ ცნობიერებასი თეტრი გამოიხატება აგრეთვე რამდენიმე განსაზრვრებით;თოვლისფერი,რძისფერი,სადაფისფერი,სპეტაკი,ცარცისფერი,მტრედისფერი...
თეთრი აფართოვებს ვიზუალური აღქმის საზღვრებს. ამის შემოწმება თქვენ თვითონაც შეგიძლიათ. შეხედეთ ჯერ, თეთრ ფონზე დახატულ შავ კვადრატს ხოლო შემდეგ, იმავე ზომის, შავ ფონზე დახატულ თეთრ კვადრატს - თეთრი აუცილებლად უფრო დიდი მოგეჩვენებათ. ამის გამო, თეთრ ფერს უხვად იყენებენ ინტერიერში როდესაც სურთ, რომ ოთახი ოპტიკურად უფრო დიდი გამოჩნდეს ან ჭერი, უფრო მაღალი ანუ თეთრი გამოიყენება იმისთვის, რომ ორ კონტრასტულ ფერს შორის განსხვავება ნაკლებად მკვეთრი გამოჩნდეს.
თეთრი ფერის ფიზიოლოგიური გავლენა:თეთრი ზეგავლენას ახდენს ადამიანის მხედველობით და ენდოკრინულ სისტემებზე. თეთრი ფერის ტანსაცმლის დიდ ხანს ტარება კი, ჩვენს კანს უფრო ნაზსა და რბილს ხდის.
ზოგადად, თეთრი ფერი ადამიანზე პოზიტიურ გავლენას ახდენს, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში მთლიანად თეთრის ფერის გარემოცვაში ყოფნამ - მაგალითად, საავადმყოფოში: თეთრი კედლები, პერსონალის თეთრი ხალათები და ა.შ... - ადამიანი შესაძლოა, გააღიზიანოს. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში, სხვავასხვა ქვეყნებში, მთელ როგ ჰოსპიტლებში, თეთრი ფერის სხვა ფერებით ჩანაცვლება დაიწყეს.
ფსიქოლოგიური მნიშვნელობა
თეთრი და შავი ე.წ. არაემოციური ფერებია; ისინი არ მიუთითებენ რაიმეს მიმართ დამოკიდებულებაზე, განწყობაზე. თეთრი და შავი ფერები მხოლოდ ადამიანის ფსიქოენერგეტიკულ მდგომარეობას განსაზღვრავენ. ამ შემთხვევაში, შეგვიძლია, პარალელი გავავლოთ. ასეთ სემთხვევაში, თეთრი გაქცევას, გაფანტვას შეესაბამება; შავი - აგრესიულ სიჯიუტეს, ემოციურ გაყინვას, შოკურ გაშეშებას.
თეთრი ფერის ტანსაცმლის მიმართ ადამიანის სიყვარული მრავლისმეტყველია და სამწუხაროდ, საკმაოდ არასასიამოვნო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. ჩასაცმელში თეთრი ფერის მოჭარბება მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი ენერგიის ნაკლებობას გრძნობს; აქვს უარყოფითი განწყობა საკუთარი სხეულის ან ინსტინქტების გამოვლინებების მიმართ. ხშირად, თეთრი ფერის სიყვარული მოწყენილობაზე და იზოლაციის სურვილზეც მიუთითებს. 
ფსიქოლოგიაში სითეთრისადმი განსაკუთრებული ლტოლვა ადამიანის პასიურობით აიხსნება:თეთრი თავის თავში მოიცავს იმ "სასტარტო ნაბიჯს",რომლისთვისაც შეიძლება მთელი ცხოვრება ემზადებოდე-"თეთრი ფურცელი" თუ "თეთრი დაფა",ჩვეულებრივ ხანგრძლივად რჩება ხოლმე შეუვსებელი...
თეთერი,ადამიანებში ასოცირდება ზამთართან, სიცივესთან, სუსხთან, სიფრთხილესთან. აღმოსავლურ კულტურაში ეს ფერი სიკვდილთან და გლოვასთანაა კავშირში, ხოლო დასავლურ კულტურებში სიცოცხლესთან, ქორწინებასთან და ბედნიერებასთან. ინტერიერში ის სიეცარიელეს და სირბილეს გამოხატავს.
უმრავლეს კულტურებში იანვრის თვე თეთრ ფერთან ასოცირდება.
თეთრი ფერი, მსგავსად შავისა, სხვა ყველა ფერთან კარგად მიდის. თეთრი, ლურჯი და წითელი ქმნიან პატრიოტულ პალიტრას.
სიტყვები, რომლებიც თეთრ ფერთან ასოცირდება
თოვლი, მარგალიტი, სპილოს ძვალი, ცარცი, რძე, შროშანი, თაბაშირი, ქაღალდი.
სანთელი:თეთრი:   ქალღმერთი, თქვენი უმაღლესი სახე, სიწმინდე სიმშვიდე, უმანკოება.თეთრ სანთელს ყველაზე აქტიურად ვიყენებთ რადგანაც ყველაზე გავრცელებულია, მას აქვს დადებითი აურა და მუხტი, თეთრ სანთელს აქვს ასევე უნარი, რომ ჩაანაცვლოს ყველა სხვა ფერის სანთელი. 



                                                                             შავი



ასტროლოგიური ნიშნები:ლომი,თხის რქა.
შავი ფერი ეს არის მისტიკური, შეუცნობელი (შინაგანი სამყაროსა და სიმკაცრის სიმბოლო).
ბიბლია;დაბადება
1:4-"დაიანხა ღმერთმა,რომ ნათელი კარგი იყო,და გაჰყარა  ღმერთმა ნდათელი და ბნელი"
შავი მსოფლიოს უმეტეს ნაწილში მწუხარების, სიკვდილის, სიბნელის, უმეცრების, ბოროტებისა და სიმდაბლის ნიშანია; ნეგატიური ძალის უნივერსალური სიმბოლო. შავი იყო ყველაფერი, რაც ადამიანს სძულდა და აშინებდა-("ბნელეთის მეუფე"),კუდიანები,ბოროტი მითოლოგიური არსებანი...ყოვლად ჩვეულებრივი ნადირ-ფრინველბი(ყვავი იქნებოდა თუ შავი კატა)მხოლოდ თავის შეფერილობის გამო იძენდა შემზარავ ელფერს.ამ რწმენამ,რაღა თქმა უნდა,ჩვენს ლექსიკონშიც გადმოინაცვლა და გამოთქმები-"შავბნელი ფიქრები,"შავი გული","ბედშავი","შავ დღეში მყოფი" და კიდევ ბევრი ამდგავარი-ამის მკაფიო დასტურია.
ქართული სასულიერო მწერლობა ერთგვარად გაურბის შავი ფერის პირდაპირ ხსენებას-თითქოს და ეს ტაბუირებული იყოს(საფიქრებელია სწორედ იმიტომ,რომ "შავი" და "ეშმაკისეული" სინონიმებად აღიქმებოდა).სანაცვლოდ,ეს ფერი გამოხატულია "ბნელით","ძაძით","ფალისთ"(სულხან-საბას განმარტებით-"ბნელი უხედველი გარემოა,არსახელდებული").ეს ბუნებრივია,რადგანაც ქაოსი-არაარსიც ხომ შავ ფერთან არის გაიგივებული.ამიტომაც ამბობს მეფე მირიანი ქართლის მოქცევისას,რომ მწუხარება სიხარულით შეეცვალა,სიბნელე-სინათლით.
ბიბლია-სახარება მათესი:
6:23-"ხოლო თუ შენი თვალი უწმინდურია,ბნელი იქნება შენი სხეულიც.მაგრა თუ შენი ნათელიც ბნელია,როგორიღა იქნება ბნელი?''
სახარება ლუკასი:
11:36-''ხოლო თუ სენი მთელი სხეული ნატელია და არა სცხია რა ბნელის,ერთიანად ნათელი იქნება,თითქოს სანთელი გინატებდეს თავისი ალით'

შავი ფერის "ბიოგრაფია" ძალზედ მდიდარია და მრავალნაირი:უძველესი დროიდან მოყოლებული,შავი და მუქი ლურჯი იმგვარი ღმერთების სიმბოლური ფერები გახლავთ,როგორიცაა ძველ ეგვიპტელთა ღვთაება -ანუბისი,რომელიც გარდაცვლილთა სულებს საიქიოში მიაცილებდა.და მინა-მოსავლის მფარველი:ინდუისტური ღვთაებანი-ვიშნი,კრშნა,კალი,დურგა და ა.შ.
საერთო ჯამში შავ-თეთრი სიმბოლიკა მიანიშნებდა  სიკვდილ-სიცოცხლის დუალისტურ ერთიანობაზე,რაც ესოდენ ლაკონურობით გამოიხატა შავ-თეთრ ჩინურ სიმბოლოში "ინ და იან"-ში.
შავის სამგლოვიარო სიმბოლიკა წარმართული წარმოდგენებიდან მოდის,რადგან ჩვენს უძველეს წინაპრებს სჯეროდათ,რომ განსვენებულის სული,რომელიც ლამობს საიქიოში თანამგზავრად გაიყოლოს ვინმე ახლობელთაგან,შავ საბურველში ვეღარ ამოიცნობდა სასურველ თანამგზავრს.
როგორც წესი, შავი ფერი უბედურების, გლოვის, სიკვდილის ფერია. ძველ მექსიკაში მსხვერპლშეწირვის რიტუალის დროს ადამიანს, რომელიც მსხვერპლად უნდა შეეწირათ, სახე და ხელები შავად ჰქონდა შეღებილი. შავი თვალები დღემდე სახიფათოდ ითვლება. შავად მოსავენ პერსონაჟებს, რომელთა გამოჩენაც სიკვდილს მოასწავებს. ითვლება რომ არსებობს კავშირი შავ ფერსა და სექსუალურ მიმზიდველობას შორის. ზოგიერთ აფრიკულ ტომში ძალიან მუქი ფერის კანის მქონე ქალები კარგ საყვარლებად ითვლებიან. ასე რომ, შავი ფერისადმი შესაძლოა დადებითი დამოკიდებულებაც არსებობდეს
მიუხედავად ამდენი სიბნელისა, შავი ბევრისთვის პატივსაცემი ფერია. როგორც მხატვრები ამბობენ, შავი არის მისტიკური, შეუცნობელი, იდუმალების ფერი. ეს არის სიმკაცრის სიმბოლო. ამ ფერის მოყვარული ადამიანი პროტესტს უცხადებს თავის ბედისწერას.
შავი,როგორც ფერი მიწიერ ვნებათაგნა განდგომისა,იქცა რიტუალურ სიმბოლურ ფერად ქრისტიანულ და ისლამურ სასულიერო პირთათვის.გარდა ამისა,ისლამში შავი შურისძიების განმასახიერებელი გახდა და ამიტომაა,რომ დღევანდელ მუსლიმან ექსტრემისტებს-ისლამური "ჯიჰადის"("საღვთო ომის")მებრძოლებს თავზე შავი დოლბანდები აქვთ წაკრული.
საგულისხმოა ისიც,რომ შავი ფერის ალამი ჰქონდათ მეკობრეებს და ყველა რჯულის ანარქისტებს.
ფსიქოლოგების დაკვირვებით,როდესას ესა თუ ის ადამიანი შავ ფერს ანიაჭებს უპირატესობას,ამით ის გაცნობიერებულ  თუ გაუცნობიერებლ პროტესტს უცხადებს თავის ბედისწერას.გასაკვირი არ არის,რომ აქ ნიკოლოზ ბარათაშვილი მერანი გაგვახსენდეს:
"მირბის,მიმაფრენს
უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი  შავი ყორანი!
გასწი,მერანო,შენს ჭენებას
არ აქვს სამზღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი,
ძავად მღელვარი!''
ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელ ეპოქაში შავი სიკვდილისა და მიცვალებულთა სამეფოს ფერად ითვლებოდა. ქრისტიანულ სიმბოლიკაში შავი ფერი უკუნეთის მეუფის ფერია და შუა საუკუნეების ეპოქაში მას ჯადოქრობასა და შავ მაგიას უკავშირებდნენ. საერთოდ შავი გლოვის, ავადმყოფობის, უარყოფისა და სიკვდილის ფერია. თუმცა, თეთრ ფერთან ერთად შავი მორჩილებასა და უბიწოებას გამოხატავს. სწორედ ამ სიმბოლიკის გათვალისწინებით გახდა შავი ან შავისა და თეთრის შეხამება გარკვეულ მონაზონთა ორდენების სამოსის ფერი (ავგუსტინელთა, ბენედიქტელთა და, რეფორმამდე დომენიკანელთა). როგორც გლოვის ტრადიციული ფერი, შავი ვნების პარასკევის, ქრისტეს ჯვარცმის დღის ლიტურგიულ ფერად იქცა. შავი შაშვი ცდუნების ქრისტიანულ სიმბოლოს წარმოადგენს. გავრცელებული ცრურწმენების მიხედვით შავი უბედურების მომტანი იყო: შავი კატა, შავი დღე, შავი ნიშანი და სხვა. ღმერთის მგმობ სატანურ რიტუალებს „შავ მესას“ უწოდებენ. შუა საუკუნეებში ზანგებს კანის შავი ფერის გამო ეჭვის თვალით უყურებდნენ. აფრიკის კონტინენტზე მცხოვრებლების მიმართ ცრურწმენების გასაქარვებლად ახალშობილი ქრისტეს თაყვანის საცემად აღმოსავლეთიდან ჩამოსული მოგვებიდან, ერთ-ერთ მოგვს შავკავიანის სახით გამოსახავდნენ.
რაც შეეხება ფსიქოლოგიურ დატვირთვას, ეს ფერი თავის თავში დაურწმუნებლობის, ცხოვრებისადმი პესიმისტური დამოკიდებულების სიმბოლოა. მაგალითად, ადამიანები, რომელთაც შავი ტანსაცმლის ტარება უყვართ, ხშირად ცხოვრებას შავ ფერებში აღიქვამენ, მიდრეკილი არიან დეპრეესიისაკენ, რადგან ეჭვი არ ეპარებათ, რომ მათი იდეალები ცხოვრებაში განუხორციელებელი დარჩება. შავი ფერის ტანსაცმლის ხშირი ცვლა ღია, მკვეთრი ფერის ტანსაცმლით პესიმისტური განწყობის პერიოდულ გამწვავებაზე მიუთითებს. ხოლო შავი ფერის მუდმივად ტარება კრიზისულ მდგომარეობის მაჩვენებელია და ახასიათებს სამყაროს, ან საკუთარი თავის მიუღებლობა. ბავშვები, რომლებსაც სიყვარულისა და სითბოს ნაკლებობა აქვთ, ხატვისას ხშირად იყენებენ შავ კონტურებს. ნორმის ფარგლებში, შავი ფერი , როგორც წესი, უარყოფილია ხოლმე.

სანთლები-შავი: სასიყვარულო, დამაკავშირებელი რიტუალისთვის, სხეულის შეცვლისთვის, დამცველობისთვის და უარყოფითი ენერგიის გაცემისთვის, ასევე მიზიდვისთვის.
 შავ სანთლებს იყენებენ ბოროტ ძალებთან საბრძოლველად. მას შეუძლია ადამიანის ყველაზე ქვეცნობიერი ძალები და ინფორმაციები გახსნას. ხშირად შავ მაგიაშიც გამოიყენება ეს სანთლები, ის ასევე სატურნის ძალებს იზიდავს.

2 комментария:

  1. ნინო ბაქრაძე18 сентября 2014 г. в 12:02

    ყურადღებით წავიკითხე! ძალაინ საინტერესოა არა მხოლოდ მათთვის ვინც მეტნაკლებად განსწავლულია თემის გარშემო, არამედ სრულიად თეთრი ფურცლით შემოსული გონებისთვისაც. უაღრესად მნიშვნელოვანი თემატიკაა რადგან, ფერი მტავარი პერსონაჟია ჩვენი ცხოვრების მრავალ ასპექტში. ფერთა თერაპია ფსიქო თერაპიის ერთ–ერთი მიმართულებაა და მისი მკურნალობის მეთოდით ხშირ შემთევავში ისეთი ეფექტები მიიღწევა, რომელიც კლასიკური მედიცინითა და ტრადიციული მეთოდებით შეუძლებელია. ფერი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია ფსიქოლოგიაშიც. ამერიკელი ფსიქოლოგი ბერტოლდ შვარცი ამტკიცებს რომ წითელი და ყვითელი ავტომობილების მფლობელები ოპტიმისტი, სიცოცხლის მოყვარული და ბედნიერი ადამიანები არიან. მწვანე მანქანის მფლობელები რეალისტურად უყურებენ ცხოვრებას, ლურჯ ფერს გაწონასწორებული ხალხი ირჩევს, თეთრ ფერს კონსერვატული შეხედულებების მქონე ადამიანები ფლობენ, შავი მანქანით კი საქმიანი ადამიანები დადიან. რუხი და ვერცხლისფერი მანქანა თვითკმაყოფილ მძღოლებს ჰყავთ, ყავისფერს კი დიდი და ძლიერი ოჯახის მქონენი ირჩევენ. ხელოვნება ხომ ნაბიჯს ვე დგამს ფერთა გამის გარეშე... ერთი სიტყვით, "ბედის სალონს" ხშირად უნდა ვესტუმროთ და ჩვენი ცხოვრება კიდევ უფრო მრავალი ფერით შეივსება.

    ОтветитьУдалить