https://www.facebook.com/LaSibylledesSalons.33 იხილეთ,ჩემი გვერდი facebook-ზე :)
რელიგიას ოდითგანვე მჭიდრო კავშირი ჰქონდა ასტროლოგიასთან და ასტრონომიასთან.მათ შორის საქართველოში.ამის დამადასტურებელი ფაქტებია-უძველესი ხელნაწერები,ფრესკები,რომლებიც მრავლად გვხდება მსოფლიოს სხვა და სხვა ტაძრებში.(ამაზე ცოტა ქვემოთ).
ასტროლოგია ცალკე მეცნიერებაა,რომლის ფესვებიც შუამდინარეთიდან,იგივე მესოპოტამიიდან მოდის და ასტრონომიისგან განსხვავებით იგი გვიჩვენებს,თუ რა გავლენას ახდენენ პლანეტები ბილოგიურ ორგანიზმზე,მათ შორის ადამაინებზე.
1106 წელს დავით აღმაშენებლის ინიციატივით(რომელიც აგრეთვე ღრმად განსწავლული გახლდათ ასტროლოგიაში,მაგიაში)გელათის მონასტერთან დაარსდა სასულიერო სასწავლებელი,რომელიც შუა საუკუნეების საგანმანათლებლო სასწავლებლის ანალოგი გახლდათ.სადაც მოღვაწეობას შეუდგნენ არსენ იყალთოელი და იოანე პეტრიწი.მათ განთლება ბიზანტიაში ჰქონდათ მიღებული.აქ გემოტრიასთან,არითმეტიკასთან და სხვებთან ერთად ისწავლებოდა ასტრონომია,ასტროლოგია რომელიც როგორც ვარსკვლათვმრიცხველობა ისეა მოხსენიებული.
ასტროლოგია ეს ერთგვარი ელიტარული მეცნიერება იყო,რომლეშიც ღრმად გათვიცნობიერებულნი იყვნენ ქართველი მეფეები და რელიგიური მოღვაწეები.გიორგი მთაწმინდელი,რომელიც გახლდათ ქართველი სასულიერო და საოზგადო მოღვაწე,ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი,თავის ერთ-ერთ ნაშრომში წერს,რომ მღვდელმთავრების არჩევის უფლება მათი პირადი ასტროლოგიური რუქების გარეშე არ ქონდათ.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულია უძველესი ასტროლოგიური ხელნაწერები, რომლებიც მეთერთმეტე საუკუნით თარიღდება. ცენტრში არსებობს როგორც ქართული, ისე ნათარგმნი ხელნაწერები ,რომლებიც ასტროლოგიურ წინასწარმეტყველებებთან ერთად,მოიცავს ბუნებრივ მოვლენებს,მზის დაბნელების ამბავს,მთვარის ციკლის გამოსაანგარიშებელ ცნობებს.ვახტანგ მეექვსემ ,რომელიც ძალიან ღრმად ერკვეოდა ასტროლოგიაში თარგმნა მეთხუთმეტე საუკუნის ასტროლოგის, ულიფ-ბეგის ვარსკვლავთა კატალოგი,სადაც ბევრი რამ თავის ინიციატივით აქვს შეტანილი-კონკრეტული კოორდინატები,გეოგრაფიული ადგილები.აგრეთვე ცნობილია,რომ მან ირანიდან შემოიტანა ასტრონომიული იარაღები,რომლებიც დღემდე მუზეუმში ინახება.
ასევე აქ დაცულია 1188 წლით დათარიღებული ასტროლოგიური ტრაქტატი "ეტლთა და შვიდთა მნათობთათვის" (ხელნაწერი A-65).
ტრაქტატი სამი ნაწილსგან შედგება:
პირველი-საეტლო("ეტლი" ძველქართულად "ზოდიაქოს'' შესატყვისი ტერმინია) და მასში დეტალურადაა განხილული თორმეტივე ეტლის ჰოროსკოპი.
მეორე-სამთვარიო,სადაც მოყვანილია მთვარის კალენდარი.
მესამე-მნათბოთათვის,სადაც მოცემულია შვიდი მნათობის დახასიათება ნიშნების მიხედვით:
1-ზუალი(სატურნი)
2-მუშთარი(იუპიტერი)
3-მარიხი(მარსი)
4-მზე
5-მთიები(ვენერა)
6-ოტერიდი(მერკური)
7-მთვარე.
ტრაქტატი დასურათებულია თორმეტივე ეტლის მინიატურებით და დაწერილია ძველქართული ანბანის,ნუსხურის გამოსახულებით და მოთავსებულია კრებულში,სადაც სხვადასხვა სახის სასულიერო თხზულებაა შესული.მათ შორის:"წინამძრუარი" ანასტასია სინელისა,თომა იერუსალიმელი პატრიარქის "წმინდა სარწმუნოებისათუის",ნიკიტა სტიტატის "სიტყუანნი განსაქიქებელლნი მგმობრისა მის წვალებისა" და სხვა.
აკადემიკოსი აკაკი შანიძე,რომელმაც 1975 წელს,ეს ასტროლოგიური ტრაქტატი თანამედროვე ქართულად გადმოწერა,აღნიშნავს,რომ ასტროლოგია სხვა ქვეყნების მსგავსად ჩვენშიც იყო გავრცელებული,რაც "ვეფხისტყაოსნიდანაც" სჩანს.
შოთა რუსთაველმა შესანიშნავად იცოდა ასტროლოგიაც და ასტრონომია.
თავის პოემაში "ვეფხისტყაოსანი" პოემის ერთ-ერთი გმირი ავთანდილი დახმარებას სთხოვს შვიდ პლანეტას, ესენია: მზე, მთვარე, ზუალი ანუ სატურნი, მუშთარი ანუ იუპიტერი, მარიხი ანუ მარსი, ასპიროზი ანუ ვენერა, ოტარიდი ანუ მერკური.
''აჰა, მმოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან:
მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან,
მთვარე, ასპიროზ, მარიხი მოვლენ და მოწმად მყვებიან.
მას გააგონნენ, რანიცა ცეცხლნი უშრეტნი მდებიან".''
რუსთაველის ასტროლოგიური შეხედულებები – ზუალი (სატურნი) – უბედურების მომტანი პლანეტა.
„მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა…”
ამიტომ მის ფერად შავი ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ ის კაშკაშა თეთრი ფერისაა.
,,გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა…”
მუშთარი (იუპიტერი) ბედნიერების მომტანი და ამავე დროს სამართლიანობის პლანეტა.
„ჰე მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა ბრჭესა, ღმრთულსა,
მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა;”
მარიხი (მარსი) - მის პლანეტა, მოწითალო ფერის.
„მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა, შე-ცა-მღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა.”
ასპიროზი ანუ ცისკრის ვარსკვლავი (ვენერა)სილამაზის, სიყვარულისა და ბედნიერების მომტანი პლანეტა
ოტარიდი (მერკური) – ჭკუის, მოხერხების პლანეტაა. იგი ითვლება აგრეთვე მწერლობის მფარველ და ბედის გამგებელ პლანეტად.
,,დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა, კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა, წვრილსა ვითა თმასა.”
სწორედ სატურნისა (მას ძველსპარსულად,როგორც ავღნიშნეთ ზუალს უწოდებდნენ) და იუპიტერის შეხვედრის დროს, რაც ცის კაბადონზე ოც წელიწადში ერთხელ ხდება, შეახვედრა მწერალმა ტარიელი თავის მიჯნურს ნესტან-დარეჯანს და არა მანამდე. შოთა რუსთაველმა ძალიან კარგად იცოდა, რას ნიშნავდა ამ ორი პლანეტის ზეგავლენა ადამიანებსა და მათ ბედ-იღბალზე.
"ეხვეოდეს ერთმანერთსა,აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს;
ამას ჰგვანდეს,ოდეს ერთგან მუშთარ,ზუალ შეიყარნეს.''
რაც შეეხება სვეტიცხოველს,კლასიკური ასტროლოგიისგან და საერთოდ კათოლიკური ეკლესიისგან განსხვავებით, სვეტიცხოვლის ტაძრის კედელზე სულ სხვა წყობით არის მოცემული თორმეტი მოციქულის რკალური გამოსახულება.
ვერძის ზოდიაქოს ნიშანს შეესაბამება ფილიპე, კუროს-მათე, ტყუპებს-თომა(თომა ერთი ათთორმეტთაგანი, რომელ არს „მარჩვიბ"- იოანეს სახარება 20:24), კირჩხიბს ბართლომე, ლომს-იაკობ ზებედესი, ქალწულს-იოანე ღვთისმეტყველი, სასწორს-პეტრე, მორიელს-პავლე, მშვილდოსანს-ანდრია, თხის რქას-იაკობი, ძმა უფლისა, მერწყულს-თადეოზი და თევზებს-სვიმეონი. კლასიკურ ასტროლოგიაში კი, და მასთან ერთად კათოლიკურ ეკლესიაშიც, სულ სხვაგვარი სურათი გვაქვს: ვერძის ზოდიაქოს ნიშანს ამსგავსებენ პეტრეს, ის იყო იმპულსური, ლიდერული თვისებების მატარებელი, ყველაზე ახლოს იდგა იესოსთან; კუროს უკავშირებენ სიმონ ზირონს, რომლის სახელი ინგლისურში დოგმატიზმის სიმბოლოს წარმოადგენს; ტყუპებს განეკუთვნება იაკობი, რომელმაც იესო, როგორც მესია, მაშინვე ვერ მიიღო, შემდეგ კი თავისი ორატორული ნიჭით იერუსალიმის ტაძარში დიდი მქადაგებელი გახდა; ტყუპები ორატორობის საუკეთესო ნიშანია; კირჩხიბი- ანდრია, ეს ზოდიაქო ინტუიციით, ემოციურობითა და მგრძნობიარობით გამოირჩევა; ლომი-იოანე, მოციქული, რომელიც ძალიან უყვარდა იესოს, სწორედ ორგანიზატორობისა და ლიდერობის თვისებები გამოავლინა შემდეგ იოანემ; ქალწული ფილიპეს განეკუთვნება, ყოველთვის პრაქტიკული იყო; სასწორი-თომა, რომელსაც ხან სჯეროდა იესოსი, ხან-არა. მორიელი-ბართლომე, რომელშიც ორპირობა არასოდეს ბუდობდა; მშვილდოსანი-იაკობი, დიდი მასწავლებელი. თხის რქა-მათე, რომელიც ძალაუფლებით აღჭურვილი პირი იყო; მერწყული- თადეოზი, ის გლეხებს ეხმარებოდა; და ბოლოს თევზები-კათოლიკური და მსოფლიო ასტროლოგიური საზოგადოება თევზებს იუდა ისკარიოტელთან აიგივებს. არა იმიტომ რომ თევზები ცუდია, აქ სხვა აზრია ჩადებული: თევზები ბოლო, მეთორმეტე ნიშანია, ანუ ადამიანმა საბოლოო არჩევანი უნდა გააკეთოს-ან ღვთისკენ, ზევით უნდა იცუროს, ან ქვევით, ქვესკნელისკენ.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე (1932-1952წწ) თავის ნაშრომში აღნიშნავს, რომ ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 1755 წელს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ანტონ პირველის ლოცვა-კურთხევით, ნიკოლოზ აფხაზს მოუხატავს. ეკლესიის გუმბათის თორმეტ სარკმელს შორის მოხატული ყოფილა თორმეტი ეტლი-ზოდიაქო, მასთან დაკავშირებული თორმეტი მოციქულის მონაცემები სულ სხვა თანმიმდევრობით, წმინდა პავლეს მიერ შემოთავაზებული წყობით ყოფილა გამოსახული. სამწუხაროდ, რუსებმა საქართველოს დაპყრობისთანავე ტაძრები და ეკლესიები თეთრად გადაღებეს, იგივე ბედი ეწია ქაშუეთსაც, ამიტომ ჩვენთვის უცნობია მისი გუმბათის მოხატულობა.
მაცხოვრის დაბადებაც ასტროლოგებმა იწინასწარმეტყველს და ბაგაში მწოლიარე მაცხოვარს სწორედ ისინი ეხალნენ პირველები(ისინი მოელოდნენ მესიის დაბადებას) და მიართვეს გუნდრუკი - ვითარცა ღმერთს, ოქრო ვითარცა - მეფეს და მური - ვითარცა ადამიანს.სულხან-საბა ორბელიანი “მოგვს“ განმარტავს როგორც ვარსკვლავთმრიცხველი: "მოგვი - ვარსკვლავთ-მრიცხველი, გინა გრძნეული" (იხ. ლექსიკონი ქართული, ტომი I, გვ. 495). თუ სახარებას ჩავუღრმავდეთ, საუბარია "ახალ აღთქმა და ფსალმუნებზე" 1991 წლის გადამუშავებულ გამოშვებაზე(სხვათა შორის ეს გამოცემაც, ისევე როგორც `ახალი აღთქმის სხვა გამოცემები უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევითაა დაბეჭდილი). მასში, კერძოდ, მათეს სახარების მეორე თავში ვკითხულობთ (მათე. 2, 1): `როცა იესო იშვა იუდეის ბეთლემში, მეფე ჰეროდეს დღეებში, იერუსალიმში მოვიდნენ ვარსკვლავთმრიცხველნი აღმოსავლეთიდან და თქვეს".
ამ ადგილას ზოგ გამოცემაში მოგვნი წერია, ზოგან ვარსკვლავთმრიცხველნი, ეს იმიტომ, ერთი და იგივეა.
თორის(ძველი აღთქმის) განმარტებებში წერია,რომ აბრაამი ასტროლოგიით იყო დაკავებული.იგი თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქალაქ ურში(ქალდეა).ურის მოსახლეობა წარმართულ ტრადიციებს მიყვებოდა.ისინი მთვარეს სცემდნენ თაყვანს,აგებდნენ პირამიდებს,ქურუმები ლოცულობდნენ საკურთხევლებთან...ჰქონდა აბრაამს ფიქრები იმაზე,თუ ვინ დაგს მნათობების ,ვარსკვლავების,პლანეტების გავლენის უკან.რა ძალა მართავს ამ კანონზომიერებას და ვინ ჩააქასოვა ამ ყოველივეში ასეთი გონივრულობა.აბრაამი სწორედ ერთადერთ ღმერთს აყენებდა ციურ ძალებზე მაღლა და ყველაფერს უფლის ნებას უმორჩილებდა.დიახ,შემოქმედის, ღმერთის ნებით ხდება მათი გადაადგილება,მათი მოძრაობა და სპეციფიკაციები.ტყუილად არ შეუქმნია ღმერთს ვარსკვლავები;მზე თუ წლის კალენდრისთვის შეიქმნა და დღე-ღამისთვის,მთვარე-თვის კალენდრის გამოსათვლელად,ხოლო ვარსკვლავნი სხვადასხვა ნიშანთა გამოსაცნობად.
დაბადება (1:14)და თქვა ღმერთმა:იქმნას მნათობები ცის სამყაროში გასანათებლად ქვეყნისა,გასაყოფად ერთმანეთისგან დღისა და ღამისა და იყვნენ ნიშნებად და დროებად და დღეებად და წელიწადებად.
თალმუდის დამატბებში(თოსეფთა)კიდუშინის ტრაქტატის ბოლოს ნათქვამია(5:14):''მოხუცდა აბრაამი,ხანში შევიდა.ყველაფრით ნაკურთხი ჰყავდა უფალს აბრაამი.(დაბადება 24:1)-რაში მდგომარეობდა ეს კურთხევა?:რაბი ელიეზერ ა-მოდიმ თქვა:"ეს არის ასტროლოგია,რომელიც აბრაამის ხელში იყო და მოდიოდა ყველა მასთან"(რჩევის საკითხავად).
ზეპირი თორის ერთ-ერთ ძველ წიგნში(ფსიქტე 4 თავი)ნათქვამია,რომ ღმერთმა შექმნა 12თანავარსკვლავედი,რომლებიც შეესაბამება 12 თვეს,12 საათს დღისა და 12 საათს ღამისა,რომლებიც თავისმხირვ შეესაბამებიან 12 ტომს ისრაელისა.მიზეზი,თუ რატომაც დევს ყველაფრის საფუძველში რიცხვი 12:არსებობს 12 შესაბამისობა ღმერთის სახელისა,რომელიც 4 ასოსგან შედგება.
იეცარას წიგნში(კაბალა)ნათვქმია,რომ ღმერთმა შექმნა სამყარო ებრაული ანბანის მეშვეობით.ასოები დაყოფილია 3 ჯგუფად,თვითოეული შედგება3,7,12 ასოსგან.7ასო შეესაბამება 7 პლანეტას,ხოლო 12 კი 12 ზოდიაქალურ თანავარსკვლავედს.
აქედან გამომდინარე დასკვნა,12 თანავრსკვლავედის გავლენა სამყაროს წეს-წყობას საფუძვლად უდევს.
ცნობილია ებრაული ტაძრები,სადაც იატაკზე ჭერზე გვხდება ზოდიაქალური თანავრსკვლავედები.
მაკედონია,ლესნოვოს,მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ქრისტიანული მონასტერი-1341წელი.
საბერძნეთი
ასტროლოგიური მანუსკრიპტები
არაბული ზოდიაქოს მანუსკრიპტი
1547 წელი ინგლისი
იტალიელი კარტოგრაფის ბატისტა ანგეზის მიერ შერულებული ზოდიაქოს წრე.1552 წელი
კატალონია XIV საუკუნე
რელიგიას ოდითგანვე მჭიდრო კავშირი ჰქონდა ასტროლოგიასთან და ასტრონომიასთან.მათ შორის საქართველოში.ამის დამადასტურებელი ფაქტებია-უძველესი ხელნაწერები,ფრესკები,რომლებიც მრავლად გვხდება მსოფლიოს სხვა და სხვა ტაძრებში.(ამაზე ცოტა ქვემოთ).
ასტროლოგია ცალკე მეცნიერებაა,რომლის ფესვებიც შუამდინარეთიდან,იგივე მესოპოტამიიდან მოდის და ასტრონომიისგან განსხვავებით იგი გვიჩვენებს,თუ რა გავლენას ახდენენ პლანეტები ბილოგიურ ორგანიზმზე,მათ შორის ადამაინებზე.
1106 წელს დავით აღმაშენებლის ინიციატივით(რომელიც აგრეთვე ღრმად განსწავლული გახლდათ ასტროლოგიაში,მაგიაში)გელათის მონასტერთან დაარსდა სასულიერო სასწავლებელი,რომელიც შუა საუკუნეების საგანმანათლებლო სასწავლებლის ანალოგი გახლდათ.სადაც მოღვაწეობას შეუდგნენ არსენ იყალთოელი და იოანე პეტრიწი.მათ განთლება ბიზანტიაში ჰქონდათ მიღებული.აქ გემოტრიასთან,არითმეტიკასთან და სხვებთან ერთად ისწავლებოდა ასტრონომია,ასტროლოგია რომელიც როგორც ვარსკვლათვმრიცხველობა ისეა მოხსენიებული.
ასტროლოგია ეს ერთგვარი ელიტარული მეცნიერება იყო,რომლეშიც ღრმად გათვიცნობიერებულნი იყვნენ ქართველი მეფეები და რელიგიური მოღვაწეები.გიორგი მთაწმინდელი,რომელიც გახლდათ ქართველი სასულიერო და საოზგადო მოღვაწე,ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი,თავის ერთ-ერთ ნაშრომში წერს,რომ მღვდელმთავრების არჩევის უფლება მათი პირადი ასტროლოგიური რუქების გარეშე არ ქონდათ.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულია უძველესი ასტროლოგიური ხელნაწერები, რომლებიც მეთერთმეტე საუკუნით თარიღდება. ცენტრში არსებობს როგორც ქართული, ისე ნათარგმნი ხელნაწერები ,რომლებიც ასტროლოგიურ წინასწარმეტყველებებთან ერთად,მოიცავს ბუნებრივ მოვლენებს,მზის დაბნელების ამბავს,მთვარის ციკლის გამოსაანგარიშებელ ცნობებს.ვახტანგ მეექვსემ ,რომელიც ძალიან ღრმად ერკვეოდა ასტროლოგიაში თარგმნა მეთხუთმეტე საუკუნის ასტროლოგის, ულიფ-ბეგის ვარსკვლავთა კატალოგი,სადაც ბევრი რამ თავის ინიციატივით აქვს შეტანილი-კონკრეტული კოორდინატები,გეოგრაფიული ადგილები.აგრეთვე ცნობილია,რომ მან ირანიდან შემოიტანა ასტრონომიული იარაღები,რომლებიც დღემდე მუზეუმში ინახება.
ასევე აქ დაცულია 1188 წლით დათარიღებული ასტროლოგიური ტრაქტატი "ეტლთა და შვიდთა მნათობთათვის" (ხელნაწერი A-65).
ტრაქტატი სამი ნაწილსგან შედგება:
პირველი-საეტლო("ეტლი" ძველქართულად "ზოდიაქოს'' შესატყვისი ტერმინია) და მასში დეტალურადაა განხილული თორმეტივე ეტლის ჰოროსკოპი.
მეორე-სამთვარიო,სადაც მოყვანილია მთვარის კალენდარი.
მესამე-მნათბოთათვის,სადაც მოცემულია შვიდი მნათობის დახასიათება ნიშნების მიხედვით:
1-ზუალი(სატურნი)
2-მუშთარი(იუპიტერი)
3-მარიხი(მარსი)
4-მზე
5-მთიები(ვენერა)
6-ოტერიდი(მერკური)
7-მთვარე.
ტრაქტატი დასურათებულია თორმეტივე ეტლის მინიატურებით და დაწერილია ძველქართული ანბანის,ნუსხურის გამოსახულებით და მოთავსებულია კრებულში,სადაც სხვადასხვა სახის სასულიერო თხზულებაა შესული.მათ შორის:"წინამძრუარი" ანასტასია სინელისა,თომა იერუსალიმელი პატრიარქის "წმინდა სარწმუნოებისათუის",ნიკიტა სტიტატის "სიტყუანნი განსაქიქებელლნი მგმობრისა მის წვალებისა" და სხვა.
აკადემიკოსი აკაკი შანიძე,რომელმაც 1975 წელს,ეს ასტროლოგიური ტრაქტატი თანამედროვე ქართულად გადმოწერა,აღნიშნავს,რომ ასტროლოგია სხვა ქვეყნების მსგავსად ჩვენშიც იყო გავრცელებული,რაც "ვეფხისტყაოსნიდანაც" სჩანს.
შოთა რუსთაველმა შესანიშნავად იცოდა ასტროლოგიაც და ასტრონომია.
თავის პოემაში "ვეფხისტყაოსანი" პოემის ერთ-ერთი გმირი ავთანდილი დახმარებას სთხოვს შვიდ პლანეტას, ესენია: მზე, მთვარე, ზუალი ანუ სატურნი, მუშთარი ანუ იუპიტერი, მარიხი ანუ მარსი, ასპიროზი ანუ ვენერა, ოტარიდი ანუ მერკური.
''აჰა, მმოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან:
მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან,
მთვარე, ასპიროზ, მარიხი მოვლენ და მოწმად მყვებიან.
მას გააგონნენ, რანიცა ცეცხლნი უშრეტნი მდებიან".''
რუსთაველის ასტროლოგიური შეხედულებები – ზუალი (სატურნი) – უბედურების მომტანი პლანეტა.
„მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა…”
ამიტომ მის ფერად შავი ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ ის კაშკაშა თეთრი ფერისაა.
,,გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა…”
მუშთარი (იუპიტერი) ბედნიერების მომტანი და ამავე დროს სამართლიანობის პლანეტა.
„ჰე მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა ბრჭესა, ღმრთულსა,
მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა;”
მარიხი (მარსი) - მის პლანეტა, მოწითალო ფერის.
„მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა, შე-ცა-მღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა.”
ასპიროზი ანუ ცისკრის ვარსკვლავი (ვენერა)სილამაზის, სიყვარულისა და ბედნიერების მომტანი პლანეტა
ოტარიდი (მერკური) – ჭკუის, მოხერხების პლანეტაა. იგი ითვლება აგრეთვე მწერლობის მფარველ და ბედის გამგებელ პლანეტად.
,,დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა, კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა, წვრილსა ვითა თმასა.”
სწორედ სატურნისა (მას ძველსპარსულად,როგორც ავღნიშნეთ ზუალს უწოდებდნენ) და იუპიტერის შეხვედრის დროს, რაც ცის კაბადონზე ოც წელიწადში ერთხელ ხდება, შეახვედრა მწერალმა ტარიელი თავის მიჯნურს ნესტან-დარეჯანს და არა მანამდე. შოთა რუსთაველმა ძალიან კარგად იცოდა, რას ნიშნავდა ამ ორი პლანეტის ზეგავლენა ადამიანებსა და მათ ბედ-იღბალზე.
"ეხვეოდეს ერთმანერთსა,აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს;
ამას ჰგვანდეს,ოდეს ერთგან მუშთარ,ზუალ შეიყარნეს.''
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში,დაცულია -"იბაკონი და ლოცვანი" -K258(XVII ს.)სადაც გვხდება უნიკალური მინიატურა,ზოდიაქოს წრე.
რაც შეეხება სვეტიცხოველს,კლასიკური ასტროლოგიისგან და საერთოდ კათოლიკური ეკლესიისგან განსხვავებით, სვეტიცხოვლის ტაძრის კედელზე სულ სხვა წყობით არის მოცემული თორმეტი მოციქულის რკალური გამოსახულება.
ვერძის ზოდიაქოს ნიშანს შეესაბამება ფილიპე, კუროს-მათე, ტყუპებს-თომა(თომა ერთი ათთორმეტთაგანი, რომელ არს „მარჩვიბ"- იოანეს სახარება 20:24), კირჩხიბს ბართლომე, ლომს-იაკობ ზებედესი, ქალწულს-იოანე ღვთისმეტყველი, სასწორს-პეტრე, მორიელს-პავლე, მშვილდოსანს-ანდრია, თხის რქას-იაკობი, ძმა უფლისა, მერწყულს-თადეოზი და თევზებს-სვიმეონი. კლასიკურ ასტროლოგიაში კი, და მასთან ერთად კათოლიკურ ეკლესიაშიც, სულ სხვაგვარი სურათი გვაქვს: ვერძის ზოდიაქოს ნიშანს ამსგავსებენ პეტრეს, ის იყო იმპულსური, ლიდერული თვისებების მატარებელი, ყველაზე ახლოს იდგა იესოსთან; კუროს უკავშირებენ სიმონ ზირონს, რომლის სახელი ინგლისურში დოგმატიზმის სიმბოლოს წარმოადგენს; ტყუპებს განეკუთვნება იაკობი, რომელმაც იესო, როგორც მესია, მაშინვე ვერ მიიღო, შემდეგ კი თავისი ორატორული ნიჭით იერუსალიმის ტაძარში დიდი მქადაგებელი გახდა; ტყუპები ორატორობის საუკეთესო ნიშანია; კირჩხიბი- ანდრია, ეს ზოდიაქო ინტუიციით, ემოციურობითა და მგრძნობიარობით გამოირჩევა; ლომი-იოანე, მოციქული, რომელიც ძალიან უყვარდა იესოს, სწორედ ორგანიზატორობისა და ლიდერობის თვისებები გამოავლინა შემდეგ იოანემ; ქალწული ფილიპეს განეკუთვნება, ყოველთვის პრაქტიკული იყო; სასწორი-თომა, რომელსაც ხან სჯეროდა იესოსი, ხან-არა. მორიელი-ბართლომე, რომელშიც ორპირობა არასოდეს ბუდობდა; მშვილდოსანი-იაკობი, დიდი მასწავლებელი. თხის რქა-მათე, რომელიც ძალაუფლებით აღჭურვილი პირი იყო; მერწყული- თადეოზი, ის გლეხებს ეხმარებოდა; და ბოლოს თევზები-კათოლიკური და მსოფლიო ასტროლოგიური საზოგადოება თევზებს იუდა ისკარიოტელთან აიგივებს. არა იმიტომ რომ თევზები ცუდია, აქ სხვა აზრია ჩადებული: თევზები ბოლო, მეთორმეტე ნიშანია, ანუ ადამიანმა საბოლოო არჩევანი უნდა გააკეთოს-ან ღვთისკენ, ზევით უნდა იცუროს, ან ქვევით, ქვესკნელისკენ.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე (1932-1952წწ) თავის ნაშრომში აღნიშნავს, რომ ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 1755 წელს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ანტონ პირველის ლოცვა-კურთხევით, ნიკოლოზ აფხაზს მოუხატავს. ეკლესიის გუმბათის თორმეტ სარკმელს შორის მოხატული ყოფილა თორმეტი ეტლი-ზოდიაქო, მასთან დაკავშირებული თორმეტი მოციქულის მონაცემები სულ სხვა თანმიმდევრობით, წმინდა პავლეს მიერ შემოთავაზებული წყობით ყოფილა გამოსახული. სამწუხაროდ, რუსებმა საქართველოს დაპყრობისთანავე ტაძრები და ეკლესიები თეთრად გადაღებეს, იგივე ბედი ეწია ქაშუეთსაც, ამიტომ ჩვენთვის უცნობია მისი გუმბათის მოხატულობა.
ამ ადგილას ზოგ გამოცემაში მოგვნი წერია, ზოგან ვარსკვლავთმრიცხველნი, ეს იმიტომ, ერთი და იგივეა.
თორის(ძველი აღთქმის) განმარტებებში წერია,რომ აბრაამი ასტროლოგიით იყო დაკავებული.იგი თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქალაქ ურში(ქალდეა).ურის მოსახლეობა წარმართულ ტრადიციებს მიყვებოდა.ისინი მთვარეს სცემდნენ თაყვანს,აგებდნენ პირამიდებს,ქურუმები ლოცულობდნენ საკურთხევლებთან...ჰქონდა აბრაამს ფიქრები იმაზე,თუ ვინ დაგს მნათობების ,ვარსკვლავების,პლანეტების გავლენის უკან.რა ძალა მართავს ამ კანონზომიერებას და ვინ ჩააქასოვა ამ ყოველივეში ასეთი გონივრულობა.აბრაამი სწორედ ერთადერთ ღმერთს აყენებდა ციურ ძალებზე მაღლა და ყველაფერს უფლის ნებას უმორჩილებდა.დიახ,შემოქმედის, ღმერთის ნებით ხდება მათი გადაადგილება,მათი მოძრაობა და სპეციფიკაციები.ტყუილად არ შეუქმნია ღმერთს ვარსკვლავები;მზე თუ წლის კალენდრისთვის შეიქმნა და დღე-ღამისთვის,მთვარე-თვის კალენდრის გამოსათვლელად,ხოლო ვარსკვლავნი სხვადასხვა ნიშანთა გამოსაცნობად.
დაბადება (1:14)და თქვა ღმერთმა:იქმნას მნათობები ცის სამყაროში გასანათებლად ქვეყნისა,გასაყოფად ერთმანეთისგან დღისა და ღამისა და იყვნენ ნიშნებად და დროებად და დღეებად და წელიწადებად.
თალმუდის დამატბებში(თოსეფთა)კიდუშინის ტრაქტატის ბოლოს ნათქვამია(5:14):''მოხუცდა აბრაამი,ხანში შევიდა.ყველაფრით ნაკურთხი ჰყავდა უფალს აბრაამი.(დაბადება 24:1)-რაში მდგომარეობდა ეს კურთხევა?:რაბი ელიეზერ ა-მოდიმ თქვა:"ეს არის ასტროლოგია,რომელიც აბრაამის ხელში იყო და მოდიოდა ყველა მასთან"(რჩევის საკითხავად).
ზეპირი თორის ერთ-ერთ ძველ წიგნში(ფსიქტე 4 თავი)ნათქვამია,რომ ღმერთმა შექმნა 12თანავარსკვლავედი,რომლებიც შეესაბამება 12 თვეს,12 საათს დღისა და 12 საათს ღამისა,რომლებიც თავისმხირვ შეესაბამებიან 12 ტომს ისრაელისა.მიზეზი,თუ რატომაც დევს ყველაფრის საფუძველში რიცხვი 12:არსებობს 12 შესაბამისობა ღმერთის სახელისა,რომელიც 4 ასოსგან შედგება.
იეცარას წიგნში(კაბალა)ნათვქმია,რომ ღმერთმა შექმნა სამყარო ებრაული ანბანის მეშვეობით.ასოები დაყოფილია 3 ჯგუფად,თვითოეული შედგება3,7,12 ასოსგან.7ასო შეესაბამება 7 პლანეტას,ხოლო 12 კი 12 ზოდიაქალურ თანავარსკვლავედს.
აქედან გამომდინარე დასკვნა,12 თანავრსკვლავედის გავლენა სამყაროს წეს-წყობას საფუძვლად უდევს.
ცნობილია ებრაული ტაძრები,სადაც იატაკზე ჭერზე გვხდება ზოდიაქალური თანავრსკვლავედები.
სინაგოგის მოზაიკური იატაკი (IV ს. ჰამატ ტვერია)
ციპორის სინაგოგა, მოზაიკური იატაკი (ძვ. წ. I საუკუნე )
ძველ ებრაული ტაძრის მოზაიკური იატაკი ბეით-ალფაში.
საბერძნეთი
საბერძნეთი
ასტროლოგიური მანუსკრიპტები
ალ ჯაზირა;ეგვიპტე;14-ე საუკუნე
ჰანს ბალდუნგ გრეინი-ზოდიაქოს ნიშნების რუქა ვენერათი,კუპიდონით და წმინდა მღვდელმთავრით.XV-ე საუკუნე.
იტალიელი კარტოგრაფის ბატისტა ანგეზის მიერ შერულებული ზოდიაქოს წრე.1552 წელი
კატალონია XIV საუკუნე
კლავდიუს პტოლემს ოთხწიგნეულიდან.ბიზანტიური ხელნაწერი.შესრულებუია 8-ე საუკუნეში.ინახებავატიკანის ბიბლიოთეკაში
dzalian sainteresoa.freskebi gansakutrebit:)))))
ОтветитьУдалитьfreskebma daglija
ОтветитьУдалитьdavit agmashenebelze mec wamikitxavs.kerdzod jars zodiaqos nishnebis mixedvit kofda da kabalistikur ganlagebas adzlevda.magari blogia.kidev dade sibila rame saintereso.
ОтветитьУдалить