https://www.facebook.com/LaSibylledesSalons.33 - დამიმეგობრდით ფეისბუქზე
ტაროს ბანქო - ეს არის ფილოსოფიური სისტემა,რომელიც მოიცავს :კაბალას ,ალქიმიას ,მაგიას ,ასტროლოგიას. დანამდვილებით არავინ იცის ,თუ სად და როდის შეიქმნა ტაროს ბანქო. არსებობს მრავალი მოსაზრება :ეგვიპტე ,სპარეთი ,ინდოეთი ,ჩინეთი . ვარაუდობენ ,რომ როგორც დომინო ,მაჯონგი ,ასევე ტაროს ბანქოც ,ჩინეთიდან იღებს სათავეს.
მაჯონგი
დომინო
ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად კი ,ის ძველ ატლანტიდაში შეიქმნა ,სადაც ქურუმებმა თავიანთი სიბრძნე სიმბოლიკების მეშვეობით ჩადეს.
სხვა ვერსიით ,ტარო ძველ ეგვიპტეში ჩაისახა და მის წარმოშობას ჰერმეს-ტოტის სამარხში ნაპოვნ ზურმუხტის დაფას უკავშირებენ.
რომელზედაც ამოტვიფრული იყო მაგიური და ფილოსოფიური ქვის მიღების ფორმულები.
(ლათ:)Tabula Smaragdina Hermetis
ჰერმეს - ტოტი ცნობილი იყო როგორც "ტრისმეგისტი" - Hermes Mercurius Trismegistus ანუ სამმაგად დიდებული და რომელიც თავის თავში მოიცავდა ,აერთიანებდა ორ ღვთაებას :ეგვიპტური თოთისა და ბერძნული ჰერმესისას.
როგორც გრაფი დე კურტ-დე გებელინი განმარტავს ,რომელიც XVIII-ე საუკუნეში ,მოღვაწეობდა და ღრმად იკვლევდა სიმბოლიკებს ,
(Antoine Court de Gebelin, 1725-1784)
სიტყვა ტარო ,წარმოიშვა ორი ძველი ეგვიპტური სიტყვიდან და ნიშნავს შემდეგს:
''ტარ'' - გზა
''რო'' - სამეფო
ტარო -სამეფო გზა ,ანდაც "სიბრძნისკენ მიმავალი სამეფო გზა''.
კიდევ ერთი ვერსიით ,ტაროს ბანქო ,ბოშებმა შექმნეს.
და მათ ენაზე ნიშნავს შემდეგს:
TORA - კანონი
ATOR - ბუნება
ROTA - ბორბალი ან წრე
ORAT - მეტყველება
ტარო გამოსახავს ბოშების წმინდა მითებს, რომლებიც კარტებშია დაფარული იმ დროიდან, როცა ისინი თავიანთი მიწებიდან - ინდოეთიდან, ეგვიპტიდან და „გარე სივრცეებიდანაც“ კი გამოდევნეს.
ბოშების ''ორაკული"
ტარო - ეს აღორძინების ეპოქის ბანქოს თამაშია, რომლის „შთაგონების წყაროდაც“ იქცა ყოველწლიური, „ტრიუმფებად“ წოდებული საკარნავალო მსვლელობები.
ტარო - ბანქოს თამაშია, რომელიც გამომდინარეობს ღვინის ღმერთ დიონისესადმი მიძღვნილი ყოველწლიური პროცესიებიდან - ტრიამბებიდან.
ტარო მალავს ,უფრო ზუსტად, აჩენს პითაგორას წმინდა ნუმეროლოგიურ სწავლებას.
ტარო შეიცავს მოსეს წმინდა ზეპირსიტყვიერ სწავლებას, რომელიც ამ უკანასკნელმა უშუალოდ ღმერთისგან მიიღო.
ტარო შეიცავს ატლანტიდის დაკარგულ სიბრძნეს. ატლანტიდა - ჩაძირული კონტინენტი, რომელიც პირველად ,იმავე პლატონმა აღწერა.
ტარო - ბანქოს თამაშია, რომელიც ევროპაში ეგვიპტიდან, ან პალესტინიდან შემოიტანეს ჯვაროსნული ლაშქრობების დროს. ტარო წარმოადგენს მნემონიკურ სისტემას, რომელიც უშუალოდ უკავშირდება სიცოცხლის ხეს, შექმნის/შესაქმის კანონთა დიაგრამას. სიცოცხლის ხე ,ანუ სეფიროტი.
ტაროს თვალსაჩინოდ, თუმცა საიდუმლო ფორმით მოაქვს ჩვენამდე, ეგვიპტის ღმერთის - ცოდნის მბრძანებლის,მთვარისა და ჟამთასვლის ,სამართლიანობის ,სიბრძნისა და ზომა-წონის ,იეროგლიფების გამომგონებლის ,მრავალსახოვანის ტოტის სიბრძნე.
ტარო აჩვენებს ხელდასხმის სისტემას, რომელიც ეგვიპტურ ტაძრებში ტარდებოდა, ასევე ტანტრისტულ ტაძრებშიც. ტარო ინახავს ალქაჯთა/კუდიანთა სიბრძნეს, რომელთაც ხელდასხმა დიდი ქალღმერთისგან მიიღეს პატრიარქალური რელიგიების ბატონობის გრძელი და ბნელი საუკუნეების მთელი განმავლობის მანძილზე.
გადმოცემის თანახმად ,ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში ინახებოდა ყველა ის მანუსკრიპტი,სადაც სრული ინფორმაცია მოიპოვებოდა ტაროს წარმოშობის შესახებ ,მაგრამ ცნობილი ხანძრის შედეგად ეს მანსუკრიპტები განადგურდა.
(ძვ. წ. III საუკუნე)
XIV -ე საუკუნის ბოლოს ,ევროპაში ჩნდება ახალი ტაროს ბანქო ,რომელსაც მარსელის ტაროს უწოდებენ.
მარსელის ტაროს ბანქო
ხოლო ჩვენამდე მოღწეული ,ყველაზე ძველი გამოცემა ,ტაროს ბანქოსი ,თარიღდება 1450 წლით და ეს მოხდა მილანში.მას ,ვისკონტი სფორცას ტაროს უწოდებენ .
ვისკონტი სფროცას ,ტაროს ბანქო
კიდევ ერთი ცნობილი ტაროს ბანქო ,გახლავთ რაიდერ ვაიტის ავტორობით შექმნილი (1909წელი)
რაიდერ ვაიტის ,ტაროს ბანქო - "უნივერსალური ტარო"
კიდევ ერთი ,საინტერესო ტაროს ბანქო გახლავთ ,ალისტერ ქროულის ავტორობით შექმნილი ,რომელსაც "სამი მაგი" (უმაღლესი არკანი) გააჩნია და "თოთის (ტოტის) ტარო ეწოდება.
რაც შეეხებთ ტაროს ბანქოს გამოსახულებებს - პირველი ვარიანტი ,რამაც ჩვენამდე მოაღწია არის შავ-თეთრი და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ეს არის ,მარსელის და ვისკონტი სფორცად წოდებული ბანქო.რაიდერ ვაიტის ტაროს ბანქოს სწორედ ,რომ ეს ბანქო უდევს საფუძვლად.
ტარო შედგება 78 ბანქოსგან და იყოფა ორ ნაწილად:
1) 22 უფროსი ანუ უმაღლესი არკანები .
2) 56 მცირე არკანები.
arcanum- ლათინური სიტყვაა და ნიშნავს საიდუმლოს.
უმაღლესი არკანები
ოკულიტისტები თვლიან ,რომ უმაღლეს არკანებში ,რომელსაც ცალკე მეცნიერებად ჰყოფენ და უწოდებენ - არკანელოგიას ,დაფარულია უმაღლესი ცოდნა ,რომელიც კომპლექსურად კავშირშია -სიმბოლიკების სისტემასთან ,კაბალასთან ,ეზოთერიკასთან ,ჰერმეტიზმთან. მცირე არკანები იყოფა ოთხ ნაწილად:
1)თასები
2)პენტაკელბი
3)კვერთხები
4)ხმლები
თითოეული ნაწილი შედგება 14 ბანქოსგან:1-დან 10 - ის ჩათვლით; პაჟი; რაინდი; დედოფალი; მეფე.
1)თასები - ელემენტი წყალი ;სფერო - სულიერება
2)პენტაკლები(იგივე ვარსკვლავები) - ელემენტი მიწა ; სფერო - საქმიანი და მატერიალური შეკითხვები.
3)კვერთხები - ელემენტი ცეცხლი ;სფერო -ადამიანის სხეული.
4)ხმლები - ელემენტი ჰაერი ;სფერო - ინტელქტი.
XIX-ე საუკუნეში ,ფრანგმა ოკულიტისტმა და ტაროლოგმა ,ელიფას ლევიმ (ეს მისი ლიტერატურული ფესვდონიმია)
(Alphonse Louis Constant)
ტაროს ბანქოს უმაღლეს 22 არკანს ,ებრული ანბანი (ივრითი) შეუსაბამა ,რომელიც აგრეთვე 22 ასოსგან შედგება.
ტაროს კავშირებს კაბალასთან ,არანაირი ისტორიული საფუძველი არ გააჩნია, არამედ იგი სტრუქტურული ხასიათისაა:
ებრაული ანბანის 22 ასო.
სიცოცხლის ხის 22 გზა.
22 უფროსი არკანი.
4 კაბალისტიკური სამყარო.
4 ტაროს მასტი - თითო სამყაროში 10 სეფიროტი, თითო მასტში 10 რიცხვითი ბანქო;
4 ასო ღმერთის წმიდათაწმიდა სახელში .
4 კარის ანუ, დიდგვაროვანის, მმართველის, სამეფო კარის ბანქო.
ამას დავამატოთ ზოდიაქოს 12 ნიშანი და 10 პლანეტა.
ტარო - ეს ადამიანთა სულების გზების რუქაა.
როგორ ვიურთიერთოთ ტაროს კარტთან :
მაგ: ჩამოყალიბებულად დასვით შეკითხვა და პარალელურ რეჟიმში, მშვიდად ურიეთ ტაროს ბანქო .ამოიღეთ ერთი კარტი და მიიღეთ პასუხი :)
ტაროს ბანქოს გაშლის ,ერთ-ერთი უძველეს მეთოდს ,"კელტური ჯვარი" ჰქვია.
კელტური ჯვარი
ბოლოსკენ დავძენ ,რომ თუ თქვენ ,ტაროს ბანქოს შესწავლა გადაწყვიტეთ ,მაშინ
რაიდერ ვაიტის ავტორობით შექმნილ - "უნივერსალურ ტაროს" გირჩევთ.
ეს არის იდეალური ვარიანტი ,რომელიც ტაროს სამყაროში ჰარმონიულად შეგიძღვებათ ^_^
გისურვებთ წარმატებებს ,თქვენი სიბილა.

Комментариев нет:
Отправить комментарий