დრუიდები

 https://www.facebook.com/LaSibylledesSalons.33  - იხილეთ,ჩემი გვერდი facebook-ზე :)


დრუიდები-ესენი იყვნენ ქურუმები,კელტი ხალხის მსახურები და მგოსნები.ისინი იყვნენ კელტები,კელტური ტომები,რომლებიც დღევანდელი საფრანგეთისა და ბრიტანეთის(ძველი ''გალია") ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.
                                

დრუიდები ფარული კასტის ტიპზე იყვნენ ორგანიზებულნი,კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდნენ და საკმაო სიახლოვეს ამჟღავნებდნენ სამეფო ძალაუფლებასთან.
დრუიდები  თავიანთ ეზოთერულ ცოდნას, თაობიდან-თაობას ზეპირად გადასცმედნენ .აი,მიზეზი რის გამოც მათზე და მათ ეზოთერულ ცოდნაზე,ძალიან მწირი ინფორმაცია მოეპოვება ისტორიას.
სიტყვა ''დრუიდი''-ის ფესვებს ძველბერძნულთან მივყავართ:ბერძნულად Δρυίδες, ლათინურად druides.
როგორც წესი სიტყვა "დრუიდები" მრავლობით რიცხვში გხვდება,რომლის ერთ-ერთ ფუნდამენტალურ მიზეზად,მანუსკრიპტების დაზიანება სახელდება.
სიტყვა დრუიდები მრ.რიცხვში- "Dryades",მხ.რიცხვში-''Dryas'',ნიშნავს-ხეს,კერძოდ მუხას.ხის ნიმფები,"ხესთან შეზრდილები"-ზოგადი სახელია ფერიებისა,რომელთაც ხის სახეობის მიხედვით საკუთარი სახელებიც ჰქონდათ.


მუხასთან ერთად ,დრუიდებისთვის წმინდად ითვლებოდა პარაზიტული ბუჩქი "ფითრი" ,რომელიც ხეზე იზრდება.
დრუიდებისთვის ტყე იყო უწმინდესი ადგილი და ამიტომაც ყველა მათი რიტუალი ტყეში ტარდებოდა.


შემონახული ცნობების თანახმად,დრუიდები მუხნარებში სახლობდნენ,აქვე ჰქონდათ სალოცავი ტაძრები და მათ გრძნეულ დედოფალს ''დრუიდე" ერქვა.


დრუიდები იყოფოდნენ სამ საფეხურად:
1)ოვატები:ესენი იყვნენ მაგიაში ღრმად  განსწავლული (გრძნეულები),რომელებიც უდიდეს ცოდნას ფლობდნენ,როგორც სამედიცინო,ასევე ასტროლოგიურ სფეროებში:მათემატიკა,ვარსკვლავთმრიცხველობა და ა.შ. აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ ქრისტიანობის შემოსვლის შემდგომ,ისინი უბრალო სოფლის ექიმბაშებად იქცნენ.
2)ბარდები:კელტური bardos-იდან, შეესიტყვება წინაინდოევროპული gwerh-ს, რაც საქვეყნოდ თქმას, სიმღერით გადმოცემას ნიშნავს.ესენი იყვნენ პოეტები,რომელბიც სასიმღერო ტექსტს თხზავდნენ და მათ ისეთივე მედიტაციური  დატვირთვა ჰქონდა,როგორც მაგ:მანტრებს.
3)დრუიდები-ესნი იყვნენ არსებული ცოდნის,თქმულებებისა და პოემების შემნახველები.
იმისთვის,რომ მათი ცოდნა ყველასთვის ხელმისაწვდომი არ გამხდარიყო,როგორც ავღნიშნეთ,დრუიდები თავიანთ ეზოთერული ცოდნა ზეპირსიტყვიერად გადასცემდნენ მოსწავლეს,რომელსაც 20 წელი უნდა ესწავლა და იმ წესებით ეცხოვრა,რასაც მათი კარჩაკეტილი რელიგია მოითხოვდა.მათგან ძალიან ცოტა თუ აღწევდა ქურუმობის უმაღლეს საფეხურს.


ერთ-ერთი საფუძვლიანი ცნობა დრუიდების შესახებ გხვდება-კეისარ,გაიუს იულიუსის ჩანაწერებში,კერძოდ:"ჩანაწერები გალიის ომზე".
აი,რას წერს იულიუს კეისარი დრუიდებზე.


''დრუიდები ქმედით მონაწილეობას იღებენ ღვთისმოსავობის (ღვთის დიდების, ღმერთისთივს პატივის მიგების) საქმეში,თვალყურს ადევნებენ საზოგადოებრივი მსხვერპლშეწირვის სწორად წარმართვას, განმარტავენ რელიგიასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს;მათთან მიდის ასევე ბევრი ახალგაზრდა მეცნიერების შესასწავლად და საერთოდ,ისინი გალებს შორის დიდი პატივით სარგებლობენ.კერძოდ,მათ გამოაქვთ განაჩენები თითქმის ყველა სადაო საკითხზე  - კერძოა ის თუ საზოგადოებრივი,მკვლელობაა ჩადენილი თუ სხვა დანაშაული,მემკვიდრეობაზეა დავა თუ საზღვარზე.


ისინი წყვეტენ დაჯილდოებისა და დასჯის საკითხებს;და თუ ვინმე - ერთი ადამიანი იქნება ეს თუ მთელი ხალხი (ერი) -  არ დაემორჩილება მათ გადაწყვეტილებას,ისინი მოკვეთენ (ჩამოაშორებენ) მათ მსხვერპლშეწირვას.ეს მათთვის ყველაზე მძიმე სასჯელია.ვინც ამგვარად არის მოკვეთილი,ითვლება უღმერთოდ და დამნაშავედ,მას ყველა ერიდება, როგორც კეთროვანს,გაურბიან მასთან შეხვედრას და ლაპარაკს,რომ უბედურება არ მოსწიონ თავის თავს;ასეთი ადამიანისთვის არ არსებობს სასამართლო,როგორც არ უნდა ითხოვდეს ის ამას. არ აქვს მას უფლება დაიკავოს რაიმე თანამდებობა.  დრუიდების სათავეში დგას ერთი,ძალიან დიდი ავტორიტეტის მქონე.



 მისი სიკვდილის შემდეგ,სათავეში ყველაზე ღირსეული მოდის და თუ ასეთი რამდენიმეა,არჩევა ხდება ხმათა უმრავლესობით; ზოგჯერ კი პირველობისთვის დავა იარაღითაც წყდება.
 წელიწადის გარკვეულ დროს დრუიდები იკრიბებიან კრებაზე  კარნუტების წმინდა ადგილზე,რომელიც მთელი გალიის ცენტრად ითვლება.აქ ყოველი მხრიდან ჩამოდიან მოდავეები და ემორჩილებიან მათ განმარტებებსა და განაჩენებს. ფიქრობენ,რომ მათი მეცნიერება წარმოიშვა ბრიტანეთში და იქიდან გადავიდა გალიაში და დღემდე,მის ძირეულად გასაცნობად იქ მიემგზავრებიან და სწავლობენ ამ მეცნიერებას.
დრუიდები,ჩვეულებრივ არ მონაწილეობენ ომებში და არ იხდიან ხარკს სხვებივით;ისინი საერთოდ გათავისუფლებულნი არიან სამხედრო სამსახურისაგან, (და ყველა სხვა მორჩილებისაგან).ასეთი პრივილეგიების გამო ბევრი მათთან თვითონ მიდის მათი მეცნიერების შესასწავლად,ზოგს კი მშობლები და ახლობლები აგზავნიან. ამბობენ, რომ იქ ისინი სწავლობენ ბევრ ლექსს და ბევრი დრუიდების სკოლაში 20 წლამდე რჩება.ისინი ცოდვადაც კი მიიჩნევენ ამ ლექსების ჩაწერას,მხოლოდ იზეპირებენ.ამავე დროს,საზოგადოებრივი და კერძო ჩანაწერებისათვის ისინი ბერძნულ ანბანს იყენებენ.
მე ვფიქრობ ასეთი წესი მათ ორი მიზეზის გამო აქვთ: დრუიდებს არ სურთ,რომ მათი სწავლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს და აგრეთვე,მათი მოსწავლეები  უნდა ეყრდნობოდნენ მხოლოდ საკუთარ მეხსიერებას და არა ჩანაწერებს. ასე ხომ ბევრს ემართება - ჩანაწერების იმედი აქვთ და ნაკლებად ავარჯიშებენ მეხსიერებას და არ იმახსოვრებენ წაკითხულს. 
დრუიდები ყველაზე მეტად სულის უკვდავების რწმენის დანერგვას ცდილობენ. მათი სწავლების მიხედვით, სული ერთი სხეულიდან მეორეში გადადის;ისინი ფიქრობენ,რომ ასეთი რწმენა აქრობს სიკვდილის შიშს და აძლიერებს სიმამაცეს.
ამასთან ერთად ისინი ბევრს ესაუბრებიან თავის მოწაფეებს მათ დიდ მეცნიერებზე და მათ მოძრაობებზე, სამყაროსა და დედამიწის სიდიდეზე, ბუნებასა და უკვდავი ღმერთების ძალაუფლებაზე. ''
დრუიდები მიუხედავად იმისა,რომ ცოდნას ზეპირსიტყვიერად გადასცემდნენ,ისინი ბერძნულ ანბანთან ერთად, იყინებდნენ ოგამის დამწერლობას.


ოგამის დამწერლობა V-VI საუკუნეებში გამოიყენებოდა,ირლანდიაში და ბრიტანეთის ზოგიერთ რეგიონში.  Ogham- ეს იყო ირლანდიური მჭერმტეყველების ღმერთი და სავრაუდოდ მისი სახელი დაექრვა ამბანს,რომელსაც დაახლოებით იმგვარი ეზოთერული დატვირთვა ჰქონდა როგორც რუნებს.ეს დამწერლობა შემორჩენილია უძველს ქვებზე(ინგლისში),სადაც სხვა და სხვა ფიგურებთან ერთად არის ამოტვიფრული.


დრუიდები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ზამთრისა და ზაფხულის მზის პირისპირ დგომას, გაზაფხულის და შემოდგომის ბუნიაობას.


ამ დღეებში ისინი მართავდნენ საზეიმო სვლებს და მსხვერპლად სწირავდნენ თეთრ ხარებს.


დრუიდების ჰოროსკოპს,საფუძვლად უდევს,სწორედ მზის მდებარეობა დედამიწისადმი.ამის შესაბამისად, ადამიანის ბედი, მისი მომავალი, ხასიათი და ნიჭი დამოკიდებულია იმაზე, თუ მისი დაბადების დღის დროს,როგორია მზის დაშორება დედამიწისგან.ასევე ყველა ადამიანს,თავისი დაბაბდების დროის მიხედვით,კონკრეტული ხე მიესადაგება თავისი თვისებებით.
დრუიდების ასტროლოგიური ცხრილი 22 ხეს მოიცავს და აქედან ოთხი მათგანი,რომლებიც ბუნიაობას და პირისპირდგომებს უკავშირდება,წმინდა ხედ ითვლება ესენია:
 1)მუხის ხე -21 მარტი(გაზაფხულის ბუნიაობის სიმბოლოა)
 2)არყის ხე-24 ივნისი( ზაფხულის პირისპირმდგომი დღის სიმბოლოა)
3)ზეთის ხილის ხე-23 სექტემბერი(შემოდგომის ბუნიობის სიმბოლოა)
4-წიფელი-21 დეკემბერი(ზამთრის პირისპირმდგომის სიმბოლოა)

                                                     
                                                          დრუიდების კალენდარი


ვაშლი:22 დეკემბერი - 1 იანვარი
                                                                  25 ივნისი - 4 ივლისი


ჰარმონიული აღნაგობით და კარგი მანერებით გამოირჩევა, შესანიშნავად შეუძლია თავის დაჭერა. მასში ბევრი რამ არის მომხიბვლელი და გულითადი. გარშემომყოფებში იწვევს სითბოსა და სიყვარულის განცდას, მაშინაც კი, როცა თავად არ ფიქრობს ამის შესახებ.
ვაშლი მგრძნობიარე და სენტიმენტალური ხეა. იგი უანგაროა, ხშირად ახასიათებს ანგარიშმიუცემელი ხასიათი და იშვიათად მოქმედებს ცივი გონებით. ამ თვისებების გამო შეიძლება იგი მარტივად მოატყუო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას ადვილად გააბრიყვებთ და თქვენს ჭკუაზე ატარებთ.
ხელგაშლილია, დაუნანებლად უნაწილებს გარშემომყოფებს საკუთარ გრძნობებს და მატერიალურ კეთილდღეობას.
ამავდროულად არ უყვარს ხვალინდელ დღეზე ფიქრი, რამეთუ დარწმუნებულია, რომ ყველა პრობლემები თავისთავად გადაწყდება. ამის გამო ის ხშირად უყაირათოა და სწორად ვერ განსაზღვრავს და ანაწილებს საკუთარ ეკონომიკურ შესაძლებლობებს.
ჭკვიანი, ნაკითხი და ერუდირებულია, აქვს ფართო თვალსაწიერი, მიდრეკილია ფილოსოფიური აზროვნებისკენ, თუმცა არ უყვარს ამის დემონსტრირება და არ ცდილობს არავის გაკვირვებასა და დარწმუნებას.
აქვს შესანიშნავი მეხსიერება, რისი წყალობითაც ადვილად შეუძლია მიაღწიოს წარმატებას იმ სფეროში, რომლითაც დაინტერესდება. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მის ცოდნას არ ყოფნის სისტემურობა. ურჩევნია  ცოდნის დამოუკიდებლად მიღება და თვითგანვითრება, ვიდრე ამ ცოდნის შესაბამისი რეგალიებით გამყარება.
მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად აინტერესებს სხვების აზრი და არ აწუხებს ცრურწმენები, ვაშლი რელიგიის მიმართ შედარებით გულგრილია, რადგან პრაქტიკულობა ძლევს ხოლმე და უფრო ემხრობა თვალსაჩინო წარმატებასა და კეთილდღეობას, ვიდრე მომავალ, შორეულ კეთილდღობას.
უყვარს მრავალმხრივობა, ვერ იტანს მოწყენილობასა და ერთფეროვნებას, რის გამოც იგი დრო და დრო შემოუძახებს ხოლმე საკუთარ თავს, რათა შეინარჩუნოს სიცოცხლის ინტერესი და არ გახუნდეს მისი ყოვლისმომცველი მომხიბვლელობა.
სასიყვარულო ურთიერთობებში გამოირჩევა პარტნიორის მიმართ ერთგულებით, თუმცა მიდრეკილია, ისე შექმნას ოჯახი, რომ დაარწმუნოს საკუთარი თავი პარტნიორის მიმართ ღრმა და გულწრფელ გრძნობებში, მაშინ როცა შეიძლება ეს ასე არ იყოს. ამ თვისების გამო არ არის იშვიათი, როცა ვაშლის ხეებს ენგრევათ ოჯახი.
ითვლება, რომ ვაშლის ხე სიყვარულში იშვიათად არის ბედნიერი, მიუხედავად იმისა, რომ თავად ასხივებს სიყვარულს და სწყურია იგი. ძალიან ბევრი რამ, ურთიერთობებში, მის პარტნიორზეა დამოკიდებული. თუ იგი ბრძენი და მომთმენი აღმოჩნდება – ვაშლი სიცოცხლის ბოლომდე დატკბება სიყვარულით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოჯახურ ცხოვრებაში იმედგაცრუება ელოდება.


                                                                         სოჭი                                                                           
                                                           2 იანვარი - 11 იანვარი.
                                                           5 ივლისი - 14 ივლისი.


სოჭი ლამაზია, თუმცა მის სილამაზეს ინდივიდუალური, მკვეთრი, მიუწვდომელი ელფერი დაჰკრავს.
კონსერვატიულია, პატივს სცემს ტრადიციებს და ცდილობს საკუთარი ცხოვრების და ჩაცმის სტილიც კი ზედმიწევნით ტრადიცების შესაბამისი იყოს.
გააჩნია საკუთარი, ინდივიდუალური სტილი, ძნელად ექვემდებარება სხვების ზეგავლენას. თითქმის არასდროს არ ცვლის კარდინალურად ერთხელ მიღებულ გადაწყვეტილებას, შეიძლება მხოლოდ კორექტივები შეიტანოს მასში, გაუმჯობესების და სრულყოფის მიზნით.
ყოველთვის დარწმუნებულია საკუთარ პოზიციებში, ნებისმიერ სიტუაციაში ინარჩუნებს ოპტიმიზმს. თუ იგრძნო პერსპექტივა, ვერაფრით ეგუება უკვე არსებულ მდგომარეობას.
იზიდავს მაღალი სიმაღლეები, ასკეტურია, ძალიან მომთხოვნი და ურჩევნია მაღალი დონის მოთხოვნები დაიკმაყოფილოს, ვიდრე ყოველდღიური, წვრილმანი სიამოვნებები. იგი მათზე მაღლა დგას.
ხშირად გრძნობს თავს მარტო, მიუხედავად იმისა, რომ ჰყავს დიდი რაოდენობით ნაცნობ–მეგობრების წრე. არ უყვარს სახალხოდ თავის წარმოჩენა და საკუთარ პოზიციებზე საუბარი და მათი დაცვა.
თავშეკავებულია, კულტურული, ამაყი. არ ცდილობს საკუთარი კეთილგანწყობის დემონსტრირებას და სხვების მოხიბვლას. თავის საუკეთესო თვისებებს უჩვენებს მხოლოდ მათ, ვინც ღირსეულია და შეუძლია ეს დაინახოს.
ძალიან ჭკვიანია, ემოციური, იცის რა არის ჭეშმარიტი გრძნობა, თუმცა მაინცდამაინც არ ახასიათებს გრძნობების აყოლა, მითუმეტეს მაშინ, თუ იცის, რომ ამან შესაძლოა ის საქმე დააზარალოს, რითაც არის დაკავებული.
საქმის მიმართ ერთგულია, ყოველთვის მაქსიმალურად შრომობს და იხარჯება, ცდილობს მოძებნოს იდეალური გადაწყვეტილება ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო პრობლემის მიმართაც კი. თუმცა მიუხედავად ამისა ყოველთვის ვერ აღწევს წარმატებებს.
არ ეძებს ცხოვრებაში იოლ გზებს, და მარტივ გადაწყვეტილებებს. ამაში მას ეხმარება გონიერება, ანალიტიკური აზროვნება და მეცნიერებისადმი მიდრეკილება, აგრეთვე განსჯისა და ყოველმხრივი ანალიზის უნარი.
სასიყვარულო ურთიერთობებში თავისებურია, პატიოსანი, მოწესრიგებული, მასზე დაყრდნობა შეიძლება, საჭიროების შემთხვევაში პარტნიორის მიმართ მსხვერპლის გაღებაც შეუძლია, თუმცა ჭირვეულია, სიტყვაძუნწი, მომთხოვნი და საკუთარ თავში ჩაკეტილი. აქვს მაღალი მოთხოვნილებები საყვარელი ადამიანის მიმართ.
ყველა ამ თვისებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მომენტებში თავგანწირული სიყვარულიც შეუძლია, მასთან ურთიერთობა, და მითუმეტეს თანაცხოვრება არ არის მარტივი.

                                                             
                                                                      თელა
                                                      12 იანვარი - 24 იანვარი.
                                                      15 ივლისი - 25 ივლისი.


მაღალია, კარგი აღნაგობის, გამოირჩევა მიმზიდველობით და ხშირად იპყრობს გარშემომყოფთა ყურადღებას, თუმცა თავად არ ცდილობს ამის დემონსტრირებას.
აქვს კარგად განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა, გამოირჩევა თანმიმდევრულობით და  ყოველთვის უანგაროდ ემსახურება არჩეულ საქმეს. იგი დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან მიაღწევს აღიარებას და ხშირად აღწევს კიდეც ამას, იმ  ნდობისა და პატივისცემის გამო, რომელსაც იმსახურებს.
არ უყვარს სირთულეები და ცხოვრებისეულ ორომტრიალში ჩაბმა, ამიტომ ცდილობს შეინარჩუნოს სიმშვიდე და ხშირად ისახავს ისეთ მიზნებს, რომელიც შესრულებადია და მცირედითაც კმაყოფილდება.
სიამოვნებს და უხარია სულ უბრალო წარმატებაც კი. არასოდეს განიცდის დისკომფორტს იმის გამო, რომ სხვებს მასზე უკეთესად აქვთ მოწყობილი ცხოვრება.
გახსნილია, პირდაპირი, ახასიათებს გულუხვობა. სჯერა ადამიანების და არასოდეს ამბობს უარს ახლობლების დახმარებაზე, თუმცა ხშირად არ ეძლევა ამის შესაძლებლობა.
თელა მზრუნველია, გააჩნია მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. იგი ზოგჯერ ზედმეტადაც ხარჯავს საკუთარ ძალებს და იჩენს მზრუნველობას მათ მიმართაც კი, ვინც შესაძლოა ამას საერთოდ არ საჭიროებდეს.
ახასიათებს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება. მკაცრად იცავს საკუთარ პრინციპებსა და ჩვევებს. რეალისტია, გამოირჩევა მახვილი გონებით, პრაქტიკულობით, შეუძლია სწორად დაგეგმოს და განახორციელოს.
თელას, მიუხედავად იმისა, რომ დიდ პატივს სცემს მორალს, ზოგჯერ შეუძლია ჩაიდინოს ისეთი საქციელი, რომელიც დგას კანონის მიღმა და არ შეიძლება მოიწონოს საზოგადოებამ, მაგრამ არ ვნებს სხვებს და არასოდეს აკეთებს ამას გამიზნულად. ამიტომ არ უყვარს თავის მართლება საკუთარი საქციელის და ქცევების გამო.
თელას საკუთარი წარუმატებლობები იმდენად მძიმედ გადააქვს, რომ შესაძლოა ზოგჯერ დეპრესიაშიც კი ჩავარდეს და შვება ალკოჰოლში ჰპოვოს. თუმცა არ უყვარს მორჩილება სხვა ადამიანებისა და ბედის მიმართ. სიძნელეების გადალახვაში, რომელიც მისი ცხოვრების გზაზე არც ისე ბევრია, ეხმარება იუმორი და მსუბუქი ოპტიმიზმი.
ცოტათი ახირებულია, ახასიათებს მცირედი დესპოტიზმი, უყვარს გავლენის მოხდენა (თუმაცა არა უხეში ფორმებით) და მორალის კითხვა, თავს მიიჩნევს სხვებზე უფრო ბრძენად და მაინცდამაინც არ სიამოვნებს განსხვავებული აზრის მოსმენა.
სასიყვარულო ურთიერთობებში ყურადღებიანი და მოწესრიგებულია. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით მშვიდია და კარგად ფლობს საკუთარ თავს, სიყვარულში მგზნებარეა და გრძნობების მოზღვავება ახასიათებს. მას ძალუძს უყვარდეს და ყოველგვარი ეგოიზმის გარეშე შეინარჩუნოს ერთგულება საყვარელი ადამიანის მიმართ.
თუ გრძნობები ორმხრივია, თელა ქორწინებაში თავს ბედნიერად გრძნობს. იგი სერიოზულად ეკიდება ოჯახურ ვალდებულებებს, თუმცა საკმაოდ მომთხოვნიცაა, მათი კეთილგანწყობის მოპოვება რთულია, რადგან რეალურად აფასებს სიტუაციას, არ აძლევს თავს მოტყუების უფლებას და ყველა მისი ნაბიჯი გათვლილია ხოლმე. აღსანიშნავია, რომ თელას ეს ყველაფერი, ბუნებრივად გამოსდის.

                                       
                                                                       კვიპაროსი
                                                         25 იანვარი - 3 თებერვალი.
                                                             26 ივლისი - 4 აგვისტო.


ფიზიკურად ძლიერია, ჰარმონიული, გამოკვეთილი აღნაგობის, შეიძლება ითქვას რომ ნატიფიც, თუმცა მის გარეგნობას მკაცრი ელფერიც დაკრავს.
საკმაოდ ემოციურია, არა აქვს სენტიმენტალური მიდრეკილებები და ზოგჯერ უხეშობებიც ახასიათებს. მიუხედავად ამისა, დაჯილდოებულია მეგობრობის ნიჭით. მისგან სიმშვიდე და სითბო გამოსჭვივის, რის გამოც კვიპაროსის საზოგადოებაში ყოფნა სასიამოვნოა,
ბუნებით მეოცნებეა და ურჩევნია უფრო ბედს მიენდოს, ვიდრე კონკრეტული ნაბიჯები გადადგას საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად.
მშვიდია, მოწესრიგებული. არ ქმნის ტრაგედიას არანაირი ცხოვრებისეული სიტუაციიდან გამომდინარე. არ უყვარს ჩხუბი, კამათი და ხმაურიანი გარჩევები.
საერთოდ არ აინტერესებს მძაფრ პოლემიკაში შესვლა, რა თემასაც არ უნდა შეეხებოდეს იგი, რადგან საკმაოდ დამოკიდებულია საკუთარ მოსაზრებებში და უფრო მიდრეკილია სხვისი აზრის გაზიარებისკენ.
წყნარ სიტუაციაში მას შეუძლია ნებისმიერ, ფილოსოფიურ საკითხზე აზრიანი და დაფიქრებული მსჯელობა, მაგრამ მისი არგუმენტები ყოველთვის განყენებულია, პოზიცია კი ნეიტრალური.
კვიპაროსი აზრიანია და გონიერი, თუმცა მთავარი მის ცხოვრებაში ემოციაა, რომელიც მას ზოგჯერ მართავს კიდეც. მის ინტელიგენტურობას გონებაჭვრეტითი ხასიათი აქვს.
ადამიანების შეფასებისას, დასკვნები გამოაქვს არა მათი ქცევების, არამედ საკუთარი შეხედულებების მიხედვით და უფრო ეყრდნობა ინტუიციას, ვიდრე ლოგიკას. მიუხედავად ამისა კვიპაროსი თითქმის არ უშვებს გამოუსწორებელ შეცდომებს.
კვიპაროსის გვერდით მრავლად არიან კეთილგანწყობილი ადამიანები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში თავის თავზე იღებენ მწარე რეალობას, რაც მას საშუალებას აძლევს ბოლომდე რომანტიკოსად და მეოცნებედ დარჩეს, ხოლო მეგობრები საკუთარი სიმშვიდით, ოპტიმიზმით, ფანტაზიებითა და კეთილი მომხიბვლელობით გაახაროს.
საქმეში შთაგონებულია, მოქნილი,  აქვს იმპროვიზაციის უნარი, არ უყვარს ფორმალობა და საქმის უხეში დაგეგმვა. მახვილი, ნათელი გონების წყალობით და მიზანმიმართულობით თითქმის ყოველთვის აღწევს სასურველ შედეგს.
სასიყვარულო ურთიერთობებში ერთგულია, მოსიყვარულე, არ უყვარს მარტოობა და უპირატესობას წყნარ, მშვიდ, სწორხაზოვან ოჯახურ ურთიერთობას ანიჭებს.
არ ეძებს სარგებელს და მატერიალურ კეთილდღეობას პარტნიორში. მისი ოჯახური იდილია, ჰარმონიული მეორე ნახევრის შემთხვევაში, სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება.


                                                                              ალვის ხე
                                                          4 თებერვალი - 8 თებერვალი
                                                                5 აგვისტო - 13 აგვისტო


 ნატიფი, ჰარმონიული და გრაციოზული გარეგნობა გამოარჩევს ალვის ხეს გარშემო მყოფთაგან. თუმცა მის გამორჩეულ იერსახეს, თითქმის ყოველთვის თან სდევს ამ სილამაზის დაკარგვის შიში, რომელიც დროსთან ერთად ხუნდება და ფერმკრთალდება.
ალვის ხე არ არის სხვებზე დამოკიდებული, თუმცა რჩევებს ხშირად ითვალისწინებს და ზეგავლენის ქვეშაც ადვილად ექცევა ხოლმე, რაც ყოველთვის არ მთავრდება მის სასარგებლოდ.
ადვილად ისრუტავს ნეგატიურ ემოციებს და ამით სუსტდება, ამიტომ მისი წარმატება თუ წარუმატებლობა ხშირად არის დამოკიდებული იმაზე, რომ ალვის ხე არ იყოს მტრულ გარემოში, რომელსაც მის ირგვლივ შურიანი, ბოღმიანი, არაკეთილგანწყობილი და შეზღუდული აზროვნების ადამიანები ქმნიან.
ძალიან მგრძნობიარეა გარესამყაროს მიმართ, იმდენად, რომ საცხოვრებელსაც კი დიდი სიფრთხილით ირჩევს ხოლმე. ეს პროცესი მისი შინაგანი ბუნებიდან გამომდინარე, ქვეცნობიერად მიმდინარეობს, თითქმის მისტიკურ დონეზე. ამიტომ ჰარმონიის ნებისმიერ რღვევას ალვის ხე დეპრესიამდე მიყავს, ხოლო ამის მიზეზის დადგენა ხშირად არ შეუძლია.
უცნურია, მაგრამ ემოციონალური ათვისების უნარის მიუხედავად, ალვის ხეს ზოგჯერ შეუძლია იყოს მკაცრი, უხეში და ცივსისხლიანი.
უშიშარია, ამაყი, გააჩნია მახვილი თანდაყოლილი ჭკუა, რაც საშუალებას აძლევს შესანიშნავად გაუმკლავდეს რთულ პრობლემებს. აქვს მომავლის სწორად დაგეგმვისა და ძალების მართებულად განაწილების ნიჭი.
მახვილგონიერება, ბრწყინვალე ინტუიცია და უბერებელი ჭკუა საშუალებას აძლევს ზოგჯერ წარმატებას ხანდაზმულ ასაკშიც კი მიაღწიოს, როცა დაგროვილი გამოცდილება ეხმარება ემოციებთან გამკლავებაში.
ამავდროულად, გამჭრიახობისა და კრიტიკული აზროვნების წყალობით, შეუძლია მიაღწიოს ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას, რომელზეც ქვეცნობიერად ოცნებობს მთელი ცხოვრების განმავლობაში და ამ შემთხვევაში ნამდვილად ბედნიერად გრძნობს თავს.
სასიყვარულო ურთიერთობებში ალვის ხესთან ჰარმონიის მიღწევა ძალიან რთულია, რადგან ისეთი ადამიანი, რომელიც ბოლომდე აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს, ფაქტიურად არ არსებობს.
გადაჭარბებული მგრძნობიარობის გამო, იგი შეიძლება მოთმინებიდან ელემენტალურმა საკითხმაც კი გამოიყვანოს. მის სასიყვარულო ურთიერთობებებს ხშირად ცვლის ჩაკეტილობა, გულჩათხრობილობა და ზოგჯერ ბოროტი ირონიაც.
თუმცა ახერხებს ემოციებისა ამბიციების კონტროლსაც, ამ შემთხვევაში მასთან თანაცხოვრება სიამოვნების მომტანიც კია.
ამიტომ ალვის ხე ან მთელი ცხოვრების განმავლობაში ეძებს იდეალურ პარტნიორს, ან ურიგდება ფაქტს, რომ მის საყვარელ ადამიანს შეიძლება ქონდეს უარყოფითი თვისებები და შემდეგ საკუთარ თავს ადანაშაულებს არასწორად გაკეთებული არჩევანის გამო.



                                                                               კედარი
                                                             9 თებერვალი - 18 თებერვალი

             14 აგვისტო - 23 აგვისტო


ტოტებგაშლილი და ძლიერი, თუმცა არცისე ტანადი, სოლიდური და ლამაზი მცენარის შთაბეჭდილებას ახდენს. ყოველგვარი სიძნელის გარეშე ეგუება ნებისმიერ პირობებს. მართალია ოცნებობს მოხერხებულ პირობებზე, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია ღამე ცის ქვეშ გაათენოს. კარგი ჯანმრთელობა აქვს, ყველგან ისე გრძნობს თავს, როგორც შინ და არ იცის რა არის გაუბედაობა. დინამიური და თავდაჯერებული, აიძულებს ყველას ანგარიში გაუწიონ მას, ამასთან ძალიან მგრძნობიარეა მის მიმართ ნათქვამ ხუმრობაზე და ვერც იგებს მას.
უყვარს გააკვირვოს და მოულოდნელად დაესხას თავს ვინმეს, იყოს საერთო ყურადღების ცენტრში, თუნდაც ამ მიზნის მისაღწევად ნებისმიერი მსხვერპლის გაღება დასჭირდეს. მიაჩნია, რომ სწორედ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გადამწყვეტი სიტყვაც თქვას. ბრწყინვალედ წყვეტს ყველაზე რთულ საკითხებს. არ აშინებს ხიფათი, წინდაუხედავია და შეიძლება აღმოჩნდეს გაუთვალისწინებელ სიტუაციაში. საბედნიეროდ ძალა შესწევს ადვილად დააღწიოს თავი მას. ამაყია, თავმოყვარე. ამასთან გამოუსწორებელი ოპტიმისტია,, რასაც ხშირად გაუფრთხილებელი მოქმედება მოსდევს, როგორც საქმიან ასევე პირად ცხოვრებაში. ირგვლივ მყოფებზე წამქეზებელ ზემოქმედებას ახდენს. ფრიად დაჟინებულია და იმათ რიცხვს მიეკუთვნება , ვინც მუდამ მართალია.
მგრძნობიარე, აღქმისუნარიანი და სენტიმენტალურია, შეუძლია სამუდამოდ შეიყვაროს ვინმე და ამ სიყვარულს დიდად აღიქვამს. ინტელიგენტურია და უნარი შესწევს პრობლემა სინთეზურად აღიქვას. გასაოცარია მოფიქრებისა და გადაწყვეტილების მიღების მისეული სისწრაფე. ძალიან ხშირად ამჩნევს, რომ მიდრეკილება აქვს არტისტიზმისკენ, განსაკუთრებით კი მუსიკის სფეროში. ყოველ შემთხვევაში იგი რიტმის ძლიერი გრძნობით გამოირჩევა. თავგადასავლებისთვის დაბადებული, ჩვეულებრივ დაუდგრომელ და ნაირგვარ შრომით ცხოვრებას ეწევა.


ფიჭვი
                                               19 თებერვალი - 28/29 თებერვალი

24 აგვისტო - 2 სექტემბერი


დახვეწილი სილუეტი, ლამაზი, დეკორატიული. უნარი შესწევს ხაზი გაუსვას თავის ღირსებებს. უყვარს სახლი, ძვირფასი საგნები, ლამაზი ინტერიერი. ხშირად იმ საყვარელ სახლს, რის გარეშეც იგი ვერ განვითარდებოდა, თვითონვე ქმნის. მან იცის რაც სურს, მისთვის საკმარისი არაა ის, რასაც თვით ცხოვრება აძლევს. არაფერს ემორჩილება და შეუძლია დაგეგმოს და დაუმორჩილოს თავის მოთხოვნილებებს პირობები. მამაცია, წინააღმდეგობას თავაწეული ხვდება და არ ემორჩილება ბედს. გამბედაობის და რისკის წყალობით მუდამ წინ მიიწევს. წარმატებები აქვს ყველანაირ საქმეში.
ფიჭვს შეუძლია ყველაზე რთული სიტუაციიდან თავდახსნა. მოქმედებისას ძალიან სწრაფი და ზუსტია. მიუხედავად მისი ალერსიანი მოპყრობისა და უნარისა, იყოს საყვარელი მეგობარი, მასში ვერ იპოვით გადაჭარბებულ სირთულესა და სიუხვეს. საკუთარი კეთილდღეობა და მოხერხებულობა პირველყოვლისა. ის მხოლოდ ერთადერთში – სიყვარულში იჩენს სისუსტეს. მგრძნობიარე და იმპულსურია, ადვილად იცის გატაცება, მერე კი უკვე გვიანია. მახვილი გონება აქვს და დალაგებული აზროვნება. დასახული მიზნების მისაღწევად ყველაფერს გაიღებს. ფიჭვის ნიშანი სასურველია ქალებისთვის.


ტირიფი
1 მარტი - 10 მარტი

3 სექტემბერი - 12 სექტემბერი


თავისი მელანქოლიური სილამაზით ტირიფი, რომელსაც სიმღერებსაც კი უძღვნიან, ძალზედ მიმზიდველი და თავისებურია. თუნდაც მხოლოდ ხილვადობით იყოს განპირობებული მისი მშვენიერება , მასში რაღაც იდუმალება შეიგრძნობა. იგი სავსეა ბუნდოვანი აზრებით, შეუცნობადი სურვილებით, რომლებსაც ზოგჯერ თვითონაც ვერ განსაზღვრავს.
ძალიან მგრძნობიარეა, უყვარს მზის სითბო, წყალთან ყოფნა. რეაგირებს ყოველგვარ სუნსა და გემოვნებაზე. არავის ძალუძს წუთიერი სიამოვნების განცდა ისე, როგორც მას და ამიტომ არაფერზე ამბობს უარს. ნუ ენდობით ტირიფის გარეგნულ თვინიერებას, რადგან მიუხედავად ამისა, იგი საქმიანი და შეუპოვარია. კარგად იცის, რაც სურს, არასდროს არავის თავზე არაფერს ახვევს, რადგანაც მასში განვითარებულია სხვათა პატივისცემის გრძნობა და მბრძანებლობის სურვილი არ აქვს.
ტირიფი ძალიან მძიმე და ჭირვეული პარტნიორია, ვინაიდან არ აქვს უნარი სწრაფი ადაპტაციის და არ უყვარს კომპრომისები. მისი უმწეობა და უილაჯობა უმეტესწილად ტაქტიკაა. დროდადრო გართობის მიზნით მას ბრწყინვალედ შეუძლია გაითამაშოს და თავი სუსტ არსებად მოგაჩვენოთ. საერთოდ ცხოვრებაში შეუძლია თავის კარგად დაცვა. გრძნობებში უფრო რომანტიკულია, ვიდრე სენტიმენტალური. აქვს მსახიობობის ნიჭი, ინტუიცია. არცთუ ისე ცუდი ფსიქოლოგია, განსაზღვრული წინასწარმეტყველების წყალობით შეუძლია სხვათა აზრების და სურვილების ამოცნობა. მისი ცხოვრება ძალიან მდორედ წარიმართებოდა, რომ არა გადამეტებული სწრაფვა სასიყვარულო თავგადასავლებისკენ. გრძნობებს , რომელიც ტანჯვით არ არის შელამაზებული იგი არ სცნობს.


ცაცხვი
                                                               11 მარტი - 20 მარტი
                                                      13 სექტემბერი - 22 სექტემბერი



გაუგონრად მომხიბლავია და თავისი მომხიბვლელობით სარგებლობს კიდეც. ნებისმიერს დაახვევს თავბრუს. ოცნებობს სტაბილურ , უზრუნველყოფილ და ყველანაირად მოწყობილ ცხოვრებაზე. ადვილად ეგუება ნებისმიერ პირობებს. კარავშიც კი შეუძლია ოჯახური მყუდროების შექმნა. ერთი შეხედვით მშვიდია, უთქმელი, მფრთხალი, მაგრამ ამასთან უშფოოთველი და პესიმისტური. უმეტესად ცაცხვი თავის ცხოვრებას მოწყენილობაში ატარებს და ეს არის მისი მთავარი მტერი. იგი განსაკუთრებით ვერ იტანს ფარისევლობას. სავსეა წინააღმდეგობებით. ერთი რამ მასში უეჭველია – იგი ძალიან სიმპათიურია. მასთან ურთიერთობა სასიამოვნოა და ადვილი, რაც ფსიქიკური კომფორტის გრძნობას ტოვებს. ცაცხვს მოთმინებით შეუძლია მოსაუბრეს უსმინოს, პატივისცემით ექცევა ყველას და არ ცდილობს მბრძანებლობას. იგი ყველას უყვარს მაშინ ,როცა მასზე მაინცდამაინც დიდ იმედებს ვერ დაამყარებ.
აქვს პრაქტიკული ჭკუა და მიდრეკილება ტექნიკისკენ, საზრიანი და ზუსტია. თუ ის თავის ცხოვრების გზაზე სულით მსგავს არსებას იპოვნის, მაშინ ცოლქმრულ ცხოვრებას შეუძლია დაუბრუნოს მას წონასწორობა. ძლიერ აქვს განვითარებული ღირსების გრძნობა. იგი ეჭვიანია და უმეტესად უმიზეზოდ.




თხილი 
22 მარტი - 31 მარტი

24 სექტემბერი - 3 ოქტომბერი


 ძალიან ხშირად სუსტია, შეუხედავი. თავის „მე“-ს არავის ახვევს თავზე, მაგრამ თუ დაუახლოვდები შეუძლებელია არ შენიშნო და მოიხიბლო მისი ორიგინალური გონიერება. თხილი მცირედითაც კმაყოფილია, ეგუება ცხოვრების ნებისმიერ პირობებს და ყველაფერი კარგად ესმის. მისი გარეგნობა თითქმის მაგიურ ზემოქმედებას ახდენს. თუ მოინდომა შეუძლია თავი შეგაყვაროთ. შეუძლია იყოს ბრძენი, მომთმენი, მაგრამ ამავე დროს შეუძლია ხიფათში ჩაგაგდოთ, სიავეც გამოიჩინოს და გავნოთ კიდეც. ყველაფერი დამოკიდებულია მის გუნება-განწყობილებაზე. საკმაოდ ჭირვეულია. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს შუა საუკუნეებში ხშირად სწამებდნენ ჯადოსნობას. თუ ვინმეს დაუახლოვდა იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა ცხოვრება გაუადვილოს მას. თუ მისი სიმპათიები ვერ დაიმსახურეთ მაშინ კი უფრთხილდით.
სიყვარულში შეიძლება იყოს ყველაზე საყვარელი ანდა ყველაზე მწამებელი პარტნიორი. სწრაფად ეცვლება გუნება. მასთან ცხოვრებამ შეიძლება სიმშვიდე არ მოგგვაროთ , მაგრამ ძალზე გაგიტაცებთ.


ცირცელი
                                                              1 აპრილი - 10 აპრილი

4 ოქტომბერი - 13 ოქტომბერი


სუსტი აღნაგობა მალავს ამ ნატურის არაჩვეულებრივ სიმტკიცეს. საყვარელი და მომხიბლავია. მსუბუქი სიარულით შეგიძლიათ შეიცნოთ ის. მის სახეს ღიმილი არ სცილდება, არა იმდენად შინაგანი მხიარულების გამო, რამდენადაც თვითკონტროლის წყალობით. უნარი შესწევს ხაზი გაუსვას საკუთარ ღირსებებს, უყვარს ლამაზად ჩაცმა და კარგი გემოვნება აქვს.
ადვილად ეგუება ვითარების ცვალებადობას, უყვარს როცა ახლობლებს სიხარულს ანიჭებს. არ არის ეგოისტი, მაგრამ ეგოცენტრულია. დამოუკიდებელია, თუმცა ზოგჯერ ნებას დაჰყვება და სხვაზე დამოკიდებული ხდება. პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა აიძულებს ირგვლივ მომხდარში თავი დამნაშავედ იგრძნოს. მასთან კონტაქტის დამყარება ძნელია და ურთიერთობა რთული. ცირცელი გამოირჩევა თავაზიანობით. მას ყოველთვის შეიძლება ენდო. ზოგჯერ მიამიტია და ნებას იძლევა ექსპლოატაცია გაუწიო. სიყვარულში ბევრს გაიღებს, მაგრამ თვთონაც ბევრს ითხოვს. განუწყვეტლივ გამოცდას უწყობს გრძნობებს. მისი გაცრუება არ შეიძლება. ცირცელი არ გიღალატებთ.
მისი პირადი ცხოვრება ძალიან მდიდარია. სავსეა ხვალინდელი დღისადმი ზრუნვით.

 

ნეკერჩხალი
                                                             11 აპრილი - 20 აპრილი

14 ოქტომბერი - 23 ოქტომბერი


ფაქიზი, მოვლილი, ხანდახან ოდნავ კეკლუცი. ხშირად არის იქ, სადაც უფრო საინტერესოა ყოფნა. მოდას აყოლილია. არ განეკუთვნება უფერულ პიროვნებებს. სავსეა ენერგიით და მხნეობით, დაუღლელია. ნეკერჩხალი, როგორც იტყვიან, ყოველთვის სათანადო სიმაღლეზეა. ის შეიძლება მივაკუთვნოთ ინდივიდუალისტებს. თუმცა თავისი ბუნებით ნეკერჩხალი თავშეკავებული და გაუბედავია. მას შეუძლია ყველაზე რისკიანი გადაწყვეტილებების მიღება, რომელთა საფუძველია არა იმდენად მატერიალური ფაქტორი, რამდენადაც ცხოვრებისეული ინტერესი. არ უყვარს შინ ჯდომა, სიამოვნებით ეცნობა უცხო პირებს. ნიჭი აქვს იმის, რომ გამოგიწვიოთ გულახდილ საუბარში, მაგრამ თუკი რაიმე გაანდეთ, არ შეგეშინდეს – ის არასდროს გაკიცხავს სხვების მოქმედებებს და არ ილაყბებს უცხოთა საიდუმლოებებზე.
ჩვეულებრივ უამრავი გეგმა აქვს, ხშირად არაჩვეულებრივიც, ექსტრავაგანტური. უყვარს ყველანაირი სიახლე, ენთუზიაზმით იცავს ყოველგვარ ახალ იდეას, მაგრამ თვითონ იშვიათად ახდენს საკუთარი პროექტების რეალიზაციას. თუმცა ეს სრულიადაც არ უშლის ხელს სიამოვნება მიიღოს თავისი ფართო ჰორიზონტისგან. მასში ცოტაოდენი ცინიზმიც არის. არ უფრთხის საზოგადოებრივ აზრს. პირიქით, მოსწონს კიდეც, რომ მასზე ლაპარაკობენ.
სიყვარულში რთულია. წინ მიიწევს საოცარი და გაუთვალისწინებელი გზებით. ეს როდი ნიშნავს იმას, რომ მას არ შეუძლია ბედნიერების პოვნა, თუკი შეხვდება ანალოგიური აზროვნების და გემოვნების პარტნიორი. ნათელი და გამჭრიახი გონება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სავსეა პრობლემებით, არ არის მოკლებული წარმოდგენებსა და ინტუიციებს. ერთი სიტყვით, მრავალმხრივი ხასიათისაა.


                                                          
                                                                          კაკალი
                                                            21 აპრილი - 30 აპრილი

24 ოქტომბერი - 2 ნოემბერი


ბუნებრივობა მისთვის არ წარმოადგენს ღირსებას. ის ზრუნავს სტილზე, დახვეწილ და ნატიფ მანერებზე, სინამდვილეში კი უბრალოდ მორცხვია. იგი ხანდახან ჭირვეული, აგრესიული და ეგოისტურია. მაგრამ ამავე დროს სტუმართმოყვარეა, ზრდილია და გაბედული ჩანაფიქრში.
კაკალი შეიძლება იყოს ლოიალურიც და ერთგულიც, მაგრამ ასევე მერყევი. წინასწარ არავინ იცის როგორ მოიქცევა, ამიტომ არ იცი როგორ მიუდგე.ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეუძლია გიერთგულოს და შეგიყვაროს. ან პირიქით- უარი თქვას შენზე. ზოგჯერ თვითონ ეწამება და დიდი სიამოვნებით აიძულებს სხვებსაც დაიტანჯონ. მან უთუოდ უნდა გაართულოს სიტუაია. თავისი გამორჩეულობის მოთხოვნილებით წამებული, ეჭვიანი და ალერსიანი, კაკალი არ გამოირჩევა სიდინჯით. თუ გიყვარს იგი ან მეგობრობ მასთან მუდამ მოულოდნელობებს უნდა ელოდე. ცხოვრებაში შესანიშნავი სტრატეგია. კარგად აფასებს თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მის განზრახვას, შეიძლება ძალზე ვერაგულადაც მოიქცეს და თავიც არ შეიწუხოს ზედმეტი სინდისის ქენჯნისგან. ისწრაფვის, რომ მისი ცხოვრება არ იყოს ჩვეულებრივი. არ უფრთხის რისკს, არ ცდილობს თავის მოწონებას, არ ცნობს კომპრომისებს. კაკალს ბევრი მეგობარი ჰყავს და არც მტერი აკლია. მას მიაჩნია, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა იყოს. ზრუნავს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და განკერძოებულობისაკენ. ზოგჯერტ იგი იმდენად გამორჩეულია, რომ შეუძლებელია არ შენიშნო და არ გაუწიო ანგარიში.


 ჟასმინი
                                                                  1 მაისი - 14 მაისი

3 ნოემბერი - 14 ნოემბერი
 

მოძრავი, ცოცხალი და გულღიაა. უნარი აქვს მიიზიდოს ადამიანები თავისუფალი და მოხერხებული საუბრით, თავისი სურვილის გარეშე ხვდება ყურადღების ცენტრში. ჩვეულებრივ სწორედ მისგან ელიან საზოგადოებაში ძალდაუტანებელი ვითარების შექმნას. სხვებს წარუდგენს თავს, როგორც გაწონასწორებული, მხიარული და ცხოვრებისეული პრობლემებისგან თავისუფალი, მაგრამ მხოლოდ მისმა ახლობლებმა იციან, თუ როგორი მგრძნობიარეა. ამიტომაც, რამდენიც არ უნდა ეცადოს ჟასმინმა დამალოს- იგი, დაბადებიდანვე პესიმისტია.ის, რაც სხვათათვის საეჭვოა, მისთვის მხოლოდ ღრმად ჩამალული რეზერვია. მან ყველაზე უკეთ იცის დიპლომატიის უპირატესობა და ჰარმონიული დამოკიდებულების ორგანიზება დანარჩენებთან. სამწუხაროდ ეს ღირსებები ნაკლებად ვლინდება მის საკუთარ სახლში. აქ ეძიებს იგი დამოუკიდებლობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. არ უყვარს, როცა შებოჭილია, შეზღუდულია, მოვალეობები გულს უმძიმებს, მიუხედავას იმისა, რომ მუდამ ემორჩილება თავისი მოვალეობის გრძნობას.
მისთვის უცხო არ არის პასუხისმგებლობის გრძნობა, თუმცა ეს ყოველთვის როდი იწვევს მასში საუკეთესო გუნება-განწყობილებას. ჟასმინთან ერთ უღელქვეშ ცხოვრება მარტივი არ გახლავთ. მით უმეტეს, რომ მას ძალიან მალე უტყდება გული და წინასწარ შექმნილ აზრს ემორჩილება. უყვარს ბავშვები და კარგად გრძნობს თავს მათთან. რაკი ცხოვრებისგან ბევრს არაფერს ელის, ამიტომ ბავშვებზე დიდ იმედებს ამყარებს. სწორედ ბავშვებს მოაქვთ მისთვის ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიხარული და კმაყოფილება.ჟასმინი მატერიალისტი არ გახლავთ, თუმცა ხშირად არცთუ ისეცოტა ფულს აკეთებს. არ ეშინია სამუშაოსი, მის ინტელიგენტობას და აზრის მოქნილობას დიდად აფასებს ხელმძღვანელობა.


წაბლი
                                                                15 მაისი - 24 მაისი

12 ნოემბერი - 21 ნოემბერი


წაბლი ძალიან ლამაზია, თუმცა არ ცდილობს დაიპყროს ირგვლივ მყოფთა გულები თავისი მომხიბვლელობით. მას სივრცისადმი ლტოლვა აქვს,ს ავსეა სიცოცხლით და ძალ-ღონით. სამართლიანობის თანდაყოლილი გრძნობა აქვს და ნებისმიერი დარღვევა უნებლიე პროტესტის გრძნობას იწვევს. იგი მზხადაა დაიცვას თავისი სიმართლე ნებისმიერი საშუალებით, მიუხედავად იმიოსა, თუ რა შეიძლება მოყვეს ამას. მტრულად ეპყრობა ხელმოჭერილობას, ყოველგვარ ტაქტიკურ და დიპლომატიურ ხრიკებს, რითაც ხშირად უნებლიედ მის წინააღმდეგ განაწყობს ადამიანებს. სხვებთან ურთიერთობაში მოუქნელობას იქამდე მიჰყავს , რომ იგი ათასგვარ საქმიანობას იცვლის და ბევრჯერ რწმენაც ეკარგება, რაც მას დიდხანს ამახსოვრდება, რადგან ძალიან მგრძნობიარეა.
მიუხედავად დაჟინებულობისა და სიმტკიცისა არ არის ჯიუტი. შეუძლია იყოს წინდახედული, რის წყალობითაც მას ჩვეულებრივ მატერიალური პრობლემები არ გააჩნია. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მორალის წესებს და ხშირად იხრება პურიტანიზმისკენ. მოულოდნელია მასში მოხერხებული ცხოვრებისკენ ლლტოლვა. ზოგჯერ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ვერ ეგუება ცხოვრებას, მაგრამ ეს მხოლოდ მტრული დამოკიდებულების და საკუთარი თავისა და სხვისადმი უნდობლობის შედეგია.
წაბლი შეუვალია და ჭირს მასთან ურთიერთგაგება. ხშირად უსინდისო ადამიანის სახელით არის ცნობილი. მიდრეკილება აქვს სხვების გაწბილებისკენ. ძალიან დიდ სიყვარულს ითხოვს, მაგრამ თვითონ ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ერთხელ შეუძლია, რის გამოც ძნელად აღწევს ბედნიერებას. სიყვარულისადმი მოთხოვნილება და ამასთან შიში იმისა, რომ იგი შეიძლება არ შეიყვარონ, ართულებს მის დამოკიდებულებას პარტნიორთან. მისი კომლექსები ვლინდება გამომწვევ საქციელში, რაც ხშირად გაუგებარია სხვებისთვის.
გონებრივი ცხოვრება- ცოცხალი და კონკრეტულია, ეფუძნება დაკვირვებებს. ნიჭიერია, სწრაფი და ზუსტი, მაგრამ მიდრეკილება აქვს ოცნებებისა და ფილოსოფიური ფიქრისკენ.


იფანი(კოპიტი)
                                                                25 მაისი - 3 ივნისი

22 ნოემბერი - 1 დეკემბერი


ეს მშვენიერი და ძლიერი ხეა. სასიამოვნო შესახედაობისაა, ელეგანტურად და თავისუფლად მოძრაობს. თავისი თავი მოსწონს. მასთან მუდმივად ცხოვრება ადვილი არ გახლავთ. ცოცხალი ხასიათი აქვს და ძალიან მომთხოვნია. ისწრაფვის იმისკენ,რომ მასზე ზრუნავდნენ, რომ ფიქრობდნენ და ცხოვრობდნენ ისე, როგორც მას ყველაზე მეტად მოსწონს, აკეთონ მხოლოდ ის, რაც მას მოეწადინება, მაგრამ რაკი ნდობა აქვს დამოუკიდებელი ცხოვრებისა, ყველა როდი იტანს ამას.
იგი დასცინის ცხოვრებისეულ სირთულეებს და ეს უპასუხისმგებლობისა და უნებისყოფობის შთაბეჭდილებას ქმნის. იცის რაც სურს და უფრო უკეთესად რაც არ სურს. თავმოყვარეა ყველაფერში, რაც კი საკუთარ წარმატებებსა და კეთილდღეობას შეეხება. ეგოისტია, მაგრამ ამავე დროს ხელგაშლილი . არ არის ძუნწი.ეს ჭირვეული ნატურა სიყვარულში სულ სხვა თვისებებს ამჟღავნებს: წინდახედულია და მტკიცე, კერძოდ ამ სფეროში იფანს უდიდესი წარმატებები აქვს და შეუძლია კარგი არჩევანის გაკეთება, ყველაფრის აწონ-დაწონვა. მისი შეუღლება სიყვარულით, ამასთანავე გონივრული ქორწინებაა. იშვიათად ცდება და დიდძალ ღონეს ახმარს ოჯახური ცხოვრების მოწყობას. მისი ჭკუა ეფუძნება , პირველ ყოვლისა, ინტუიციას. ორიგინალურია და ფანტაზიით სავსე. იფანს ისევე როგორც ცირცელს , ტირიფსა და კაკალს არაჩვეულებრივი ნიჭი აქვს წინასწარმეტყველებისა. ხშირად ერთობა წინასწარმეტყველის როლის თამაშით.



რცხილა
 4 ივნისი - 13 ივნისი

2 დეკემბერი - 11 დეკემბერი


ლამაზი ხეა, თუმცა განსაკუთრებულ მომხიბვლელობას მოკლებულია. ახალგაზრდობაში ხშირად ძალიან ლამაზია, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს თვისება ეკარგება. რცხილა მის გარშემო არსებულ სამყაროს შემწყნარებლურად უყურებს. იგი ესთეტის ტიპია. ყურადღებას უთმობს უფრო ფორმას, ვიდრე შინაარსს. პირად ცხოვრებაში მას უწინარეს ყოვლისა აინტერესებს პირადი უპირატესობა. აშკარად გამოხატული მიდრეკილება აქვს დიციპლინის და მორჩილების. ოცნებობს ჯილდოებზე და პატივზე. სხვების მხრიდან აღფრთოვანებას მოკლებული, გულნაკლულია. ყველაზე მეტად მოსწონს დაკანონებული წესრიგისადმი მორჩილება და ამიტომ იშვიათად იჩენს ინიციატივას. გადაწყვეტილების მიღება აშინებს, ვაითუ მას შეცდომა მოჰყვესო. ამასთან პასუხისმგებლობის და სამართლიანობის გრძნობა აქვს მოჭარბებული. არ უყვარს საზოგადოების მიერ მიღებული კანონებისგან გადახვევა. უხალისოდ ღალატობს ერთხელ აღებულ სწორ, უკვე გათელილ და გამოცდილ გეზს. ახალ იდეებს სიფრთხილით ეკიდება, მაგრამ ამასთან წინააღმდეგია ასეთი აზრის: “მაინც სულ ერთია”.სიყვარულში გამოირჩევა უდიდესი ერთგულებით. გრძნობას ისე ეკიდება, როგორც პასუხსაგებ საქმეს, ამიტომ იგი საყვარელი და სასიამოვნო პარტნიორია. მაგრამ თუ ცხოვრება ასეთი არჩევანის წინაშე დააყენებს: სიყვარული თუ მოვალეობა, როგორც წესი მეორეს ირჩევს.


                                                                         ლეღვი
                                                            14 ივნისი - 23 ივნისი

12 დეკემბერი - 20 დეკემბერი


ის დელიკატური ხეა, რომელსაც მკვეთრად გამოხატული თვისებები აქვს. სილამაზით დაჯილდოებული არ გახლავთ, მაგრამ შეუმჩნეველი არ რჩება. ლეღვის ხეს ზოგიერთი კომპლექსიც ახასიათებს. ყველგან და ყოველთვის თავს კარგად არ გრძნობს. ითხოვს ცხოვრებისეულ სივრცეს და სითბოს. არასასურველ პირობებში ჭკნება. ძნელად იტანს გაჭირვებას, მოწყენილი და დარდით სავსე ხდება. ასეთ პირობებში მისი დაცვითი სისტემა სუსტდება და ძალიან ყურადღებიანი უნდა იყოთ მის მიმართ.
ოჯახური გარემოს დიდი მოყვარულია. აუცილებლობად მიაჩნია მუდმივი კონტაქტები ახლობლებთა, თუნდაც მაშინ ,როცა მის ასეთ თვისებად არ აფასებენ და იმედებს არ უმართლებენ. მიდრეკილება აქვს სტაბილურობისკენ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არცთუ ისე მტკიცეა ბევრ რამეში.
ემოციური და შემწყნარებელი ხასიათისაა, ზოგჯერ ამ სულიერი სიმშვიდისა და ცხოვრებისეული ტკბობის გამო ისჯება ხოლმე, თუმცა წინააღმდეგობას უწევს ცდუნებებს. ცდილობს ზუსტად შეასრულოს ყოველდღიური ვალდებულებები. მისი ნდობა შეიძლება. შრომობს მუყაითად, თუმცა სულის სიღრმეში ზარმაცია. იმპულსურია და სიკეთით სავსე, მაგრამ ცხოვრებაში მუდმივად ებრძვის საკუთარ სისუსტეებს.
ლეღვი რეალისტია, მუდამ საქმიანი და ფხიანი. ის მათ რიცხვს განეკუთვნება, ვისთანაც ქორწინება ღირს. მაგრამ ნუ ელი მისგან საოცრებებს, რადგან იგი რომანტიკული საყვარლების რიცხვში არ შედის. სადა გრძნობებს უფრო მეტად აფასებს ვიდრე ფანტაზიებს.


მუხა
 გაზაფხულის ბუნიაობა-21 მარტი


სიცოცხლით სავსეა, ძალ-ღონით და სილამაზით გამორჩეული. მასში სისუსტის ნატამალიც კი არ არის. დიდებული და ღირსებით სავსე მოძრაობები ახასიათებს და ეს სოლიდურობა ადამიანებში მისდამი პატივისცემას ბადებს. სავსებით ჯანმრთელია რაც მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ვერ იტანს ავადმყოფობას. სისხლის დანახვამ შეიძლება გულისწასვლამდე მიიყვანოს.
ძალიან მამაცია, მაგრამ ეს მომდინარეობს არა იმდენად სულიერი თვისებებიდან, რამდენადაც გადაჭარბებული სიამაყისგან. არ უნდა, რომ იგი ლაჩრად მიაჩნდეთ, ამიტომ გამწვავებულ ვითარებაში წინასწარვე იმაზე მკვეთრად რეაგირებს, ვიდრე ეს საჭიროა. თავშეკავებულს და ნებისყოფიანს ჩვეულებად არ აქვს ერთხელ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალოს და როგორც წესი, ყოველთვის ცუდი მხარეებიც აქვს: მისი შეურიგებლობა ხშირად პრობლემებს უქმნის. ბევრს მიაღწევდა, ცოტაოდენი დიპლომატობა რომ შეეძლოს.
მუხა ვერ იტანს ვერავითარ შეზღუდვებს, მისი მოქმედება ხშირად თვითნებობის ზღვარზეა და მაინც უყვარს სხვების აზრის გაზიარება. გულთბილი და სტუმართმოყვარეა, მეგობრობაში უტყუარია, მაგრამ ყოველთვის როდია ასეთი სიყვარულში. ცვალებადი არსებაა. შემდგომი გატაცებების მსხვერპლია. დარწმუნებულია, რომ “ახლა ეს სამუდამოა” ქორწინებისას ნელნელა ითოკება. ფეხზე მყარად მდგარი არ ისწრაფვის გარდაქმნისკენ და უკმაყოფილოდ იღებს ცვლილებებს, რომლებიც გამოწვეულია სხვების მოქმედებით. იგი კონსერვატორია. მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო შეუძლია უანგაროდ მოქმედება, ყოველთვის თავის გამოჩენას ცდილობს და მთელი ყურადღება კონცენტრირებული აქვს პირად პრობლემებზე. სხვისი ცხოვრება დიდად არ აინტერესებს.


არყის ხე
24 ივნისი-ზაფხულის პირისპირ დგომა


მოქნილი და არისტოკრატულია, მსუბუქი. საყვარელია თანაცხოვრებაში. წარმატებით სარგებლობს, არასდროს იყენებს ბოროტად თავის კარგ თვისებებს, შეუზლია იყოს დელიკატური და თავშეკავებული ,არავის ახვევს თავის სიმპათიებს და განწყობილებას, სამაგიეროდ არაფერს ითხოვს და არც არაფერი სურს.
მუდამ ელეგანტურია, ყოველგვარი მორალიზების გარეშე. ზომიერების და მოთმინების გრძნობით სავსეა, მხოლოდ ერთს ვერ ეგუება- ვულგარულობას. ფუფუნება და იაფფასიანი თავწარმოჩენა მისთვის უცხოა. სნობიზმის ნიშან-წყალიც კი არ გააცნია. დიდი სიამოვნებით იცხოვრებდა სოფელსი, თუმცა შეუძლია შეეგუოს ყოველ ადგილს, მხოლოდ ჰქონდეს შესაძლებლობა მშვიდი მუშაობის. მიუხედავად მოხდენილი გარეგნობისა ხშირად ყურადრების ცენტრში ვერ ხვდება. მისი მორიდებული და დელიკატური ხასიათი განსაზღვრავს მშვიდი სიყვარულისადმი მიდრეკილებას. სენტიმენტალურია და არ უფრთხის ვნებიან გრძნობებს. ლოიალური და ერთგულია. ზოგჯერ ნაჩქარევად ქორწინდება, მაგრამ არასდროს ნაღვლობს ამ არჩევანის გამო.
მის წარმოდგენებს და გამომგონებლობას საზღვარი არ გააჩნია. სამუშაოსმუდამ შემოქმედებითად უდგება. უნარი იმისა, რომ შემოქმედებითად იაზროვნოს და განახორციელოს ცხოვრებაში ეს აზრი, შერწყმულია მის შრომისუნარიანობასტან, ეს შესაძლებლობას აძლევს მას ყველა კარი ხსნილი ჰქონდეს.
მიუხედავად იმისა, რომ შეუძლია ნებისმიერ საქმეს მიჰყოს ხელი, ყველაზე დიდ წარმატებას ხელოვნების დარგში აღწევს. ნაკლებგულღიაა და ეს არის სწორედ მისი ერთადერთი ნაკლი. არისტოკრატული ცხოვრება, კონტაქტები გავლენიან ადამიანებთან მის ყურადღებას არ იქცევს. არყის ხე ხშირად ბედნიერია. იგი ხომ ძალიან ცოტას ითხოვს ცხოვრებისგან: მისთვის საკმარისია ახლობელი გული და კარგი ბიბლიოთეკა.



ზეთის ხილის ხე
23 სექტემბერი-შემოდგომის ბუნიაობა


მას მომხიბვლელობა არ აკლია. ხშირად აწუხებს რევმატიზმი, ძლიერ უყვარს მზე და უმისობა ადარდებს. გაწონასწორებული და მშვიდია, არ არის აგრესიული, არ სურს გაირთულოს ცხოვრება. მომთმენია, თუმცა აქვს საკუთარი შეხედულებები ცხოვრებაზე. მას დასაშვებად მიაჩნია ისიც, რომ სხვებსაც გააჩნდეთ საკუთარი აზრები. არასდროს ერევა სხვების საქმეებში. ზეთისხილი იმდენად დელიკატურია, რომ ადვილად შეიძლება დაადანაშაულო გულგრილობაში , მაგრამ ის სრულიადაც არ არის გულგრილი. პირიქით ნებისმიერს შეუძლია მიმართოს დახმარებისთვის.
ყოველგვარ სიტუაციაში ინარჩუნებს ღიმილს ,ნაწილობრივ იმის წყალობით, რომ შეუძლია საკუთარი თავის მართვა. უაზრობად მიაჩნია ნერვების აშლა, შეუზლია თავისი სიმშვიდე და უშფოთველობა სხვებსაც გადასდოს. მიუხედავად იმისა, რომ ზეთისხილი გულკეთილია, იმის საკმარისი ჭკუა და ჯანსაღი აზროვნება კი აქვს, არავის დართოს ნება მისი სიკეთის ექსპლუატირებისა. იგი თანდაყოლილი სამართლიანობის გრძნობის გამოირჩევა. ყველაფერს იგებს და შეუძლია შევიდეს სხვის მდგომარეობაში. მისთვის ჩვეული მიუკერძოებლობა აიძულებს მას დაივიწყოს საკუთარი თავი. მან იცის ამის შესახებ და ადრევე ურიგდება ამ აზრს. ამიტომაც უყვართ და აფასებენ მას, თუმცა თვითონ სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას არ ცდილობს. უცხოსთან ურთიერთობისას თავშეკავებულია.
ზეთისხილი სიყვარულისას ცდილობს არ იყოს ეჭვიანი, უყვარს პარტნიორის დამოუკიდებლობა, თუნდაც მაშინ, როცა ამის გამო ჩუმად იტანჯება. ისიც ხდება, რომ ღრმად იხევს უკან. თითქმის პირად სიყვარულსაც კი თმობს. მაგრამ ეს სულაც არ არის იმის მანიშნებელი, რომ იგი სუსტია და ადვილად დამყოლი. უბრალოდ ზეთისხილისთვის უმთავრესია სიმშვიდე. ბევრ დროს უთმობს ფიქრებს. უყვარს კითხვა. სწავლობს საკუთარი თვალსაწიერის გაფართოებისთვის.


წიფელი
21-22 დეკემბერი-ზამთრის პირისპირ დგომა


აშოლტილი და ლამაზია. მიეკუთვნება იმათ, ვინც ღრმა სიბერემდე აღწევს და ინარჩუნებს ყველა იმ თვისებას, რომელიც ახალგაზრდობას ახასიათებს. მას შეუძლია შეინარჩუნოს კარგი ფორმა, მოხერხებულობა და მოქნილობა მოძრაობის დროს. ყოველთვის მოვლილია. თუ სასურველ გარემოში მოხვდება, ნებისმიერ სფეროში აღწევს წარმატებას. მოხერხებულობას და საზრიანობას ავლენს ნებისმიერ სიტუაციაში. ნაირნაირი გეგმები აქვს, რომელთაც წარმატებით ახორციელებს. არავის აძლევს უფლებას გზას ააცდინოს. ძალა შესწევს საკუთარი ცხოვრება კარგად მოაწყოს. ზოგჯერ გულუხვობასაც იჩენს, თუმცა ჩვეულებრივ ძალიან ანგარიშიანია და უშეცდომოდ აგეგმარებს თავის ბიუჯეტს. მაინცდამაინც არ უყვარს თავისი საკუთრებიტ გაყოფა, მას ეკონომიურად ხარჯავს.
წიფელი წესიერი არსებაა, მრავალი სოლიდური თვისების პატრონია. ყველაფრის აწონ-დაწონვა იცის, არასდროს დაჰყვება შემთხვევითობის ნებას. სიყვარულისას არ ჰყოფნის ფანტაზია. იდეალური მეუღლეა. ისწრაფვის ჰყავდეს შვილები, სამაგალითოდ მოაწყოს სახლი, კარგად გაატაროს შვებულება. უკვე მოწიფულს შეიძლება თავს გადახდეს ერთი-ორი ფათერაკი, ისიც უმეტესად იმის, გამო რომ მუდამ ცდილობს დაამტკიცოს თავისი ახალგაზრდობა ( მაშინაც კი როცა ასაკში შევა)
ინგელიგენტურია, ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოვებული. ნამდვილი მატერიალისტია. უპირველეს ყოვლისა სურს იყოს მდიდარ, შემდეგ კი თუ შესაძლებელია ბედნიერიც.

1 комментарий:

  1. druidebze amdeni informacia ertdroulad jer arsad wamikitxavs.tan qartulad.ogamis damwerlobac pirvelad gavige.madloba dzalian saintereso iko.

    ОтветитьУдалить