ჩემს შესახებ

გამარჯობათ,კეთილო ადამიანებო
მე ვარ სიბილა, 35 წლის.
ბლოგის გაკეთება კლიენტების და ჩემი მეგობრების დაჟინებული თხოვნით გადავწყვიტე.
შევეცდები თქვენთვის საინტერესო და ამომწურავი,კეთილშობილი ინფორმაციები მოგაწოდოთ.
უკვე 15 წელია,რაც ტაროს და სხვა და სხვა სახეობის კარტზე ვმუშაობ.
კარტები - ეს არის ერთგვარი ინსტრუმენტი,პატარა ჯადოსნური გასაღები, რომელიც შეუცნობელი სამყაროს კარს აღებს, ადამიანებს ეხმარება არსებული პრობლემების გაანალიზებაში და უჩვენებს მათი ოპტიმალურად მოგვარების გზებს.
მე კი ასე მგონია, რომ მთელ ასხმა გასაღებს დავატარებ, ვინაიდან ერთდროულად რამდენიმე კარტით მიწევს მუშაობა. ეს იმის და მიხედვით, თუ რა პრობლემა აწუხებს კლიენტს.
ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მეც იმ ადამინათა რიგში ვარ, ვისაც ღრმად სწამს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავის ბედი მართოს. თუ კი ადამიანი მოინდომებს, რომ ღრმად ჩაუფიქრდეს თავის ინტუიციას, გამოიმუშავოს მასთან ურთიერთობის კულტურა, სკეპტიკური სიჯიუტით შინაგანი ხმა არ ჩაახშოს და კარტის რჩევებიც გაითვალისწინოს, მაშინ იგი გაცილებით ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, ვიდრე ეს მოსალოდნელია.
კარტის საშუალებით, თუ, რა თქმა უნდა, მათთან საუბარი შეგიძლია, შესაძლებელია, ყველა კითხვას გაეცეს ზუსტი და ამომწურავი პასუხი. ამ დროს ხვდები, რომ ''რაღაც მართლა არსებობს'' და ყველაზე სკეპტიკური ადამიანიც კი ღრმად დაფიქრდება.
მე ბედნიერი ვარ, რადგან მაქვს პატივი, ჩემი კარტებით მაქსიმალურად დაგეხმაროთ და გიჩვენოთ სწორი მიმართულება.
მშვიდად და სიფრთხილით შემოუშვით ყველაფერი ახალი, რაც თქვენს ცხოვრებაში შემოდის. ნუ იქნებით მშიშრები. ეცადეთ, მუდმივად შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მიეცით თქვენს ეგოს საშუალება, რომ დროსთან ერთად დაალაგოს მოვლენები.თქვენი სიბილა <3

5 комментариев: